ინგლისურენოვანი IT სპეციალისტი |
დამსაქმებელი: |
Tek n Fix Limited |
კატეგორია: |
სხვა,
|
ბოლო ვადა: |
2017/01/06 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
ნანახია: |
1217 -ჯერ |
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ინგლისურენოვან IT სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება IT მიმართულებით
- კომპიუტერული ტექნიკისა და ოპერაციული სისტემების კარგი ცოდნა
- ქსელების კარგი ცოდნა
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
- მიზანსწრაფულობა: დასახული მიზნების მიღწევაზე უკომპრომისო კონცენტრაციის უნარი. ფოკუსი ამოცანის გადაწყვეტაზე და არა იმ მიზეზებზე, რატომაც ამ ამოცანის გადაწყვეტა "შეუძლებელია"
- ეფექტური კომუნიკაცია: IT ტექნოლოგიების/ტერმინოლოგიის არმცოდნე პირებთან მწყობრი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი: დავალებების მიღების, ტექნიკური ალტერნატივების განხილვის, პრობლემების აღმოფხვრის,სამუშაოს ჩაბარების პროცესში;
- ორგანიზებულობა: პრიორიტეტების დადგენის და დასახული ამოცანების დამოუკიდებლად, სწრაფად შესრულების უნარი; შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების უნარი;
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა.
- კეთილსინდისიერება.
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანი და სათანადო შესრულება.
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
- პროფესიული განვითარების უნარი.
სამუშაო საათები:
10:00- 18:30
18:00 - 02:30 (ტრანსპორტირებას სახლამდე უზრუნველყოფს კომპანია)
კვირაში 5 სამუშაო დღე
დაინტერესების შემთხევაში გამოაგზავნეთ CV ფოტო სურათით შემდეგ მისამართზე hr@teknfix.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება. ინგლისურენოვანი IT სპეციალისტი.
გისურვებთ წარმატებას!