• https://charte.ge/

ავტორი

ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი

tel: (+995 32) 214 90 50
mail: newgen.ge@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბუღალტერიის კურსი: თეორია + ORIS + სტაჟირება
დამსაქმებელი: ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2016/12/16
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1794 -ჯერ

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ გთავაზობთ ბუღალტერიის 3-თვიან კურსებს

პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღწერას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას.

კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:

  • ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
  • ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება

კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:

  • თეორიული ნაწილი
  • კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS
  • პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)

თეორიული ნაწილი მოიცავს:

  • შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნების აღრიცხვა
  • სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
  • რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
  • კურსთაშორისი სხვაობები
  • საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
  • იჯარის აღრიცხვა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა

კომპიუტერული ბუღალტერიის ORIS-ის კურსი მოიცავს:

  • ORIS-ის ინსტალაცია
  • ახალი ორგანიზაციის შექმნა
  • საოპერაციო და ანალიზური პერიოდები
  • ანგარიშთა გეგმა და სასტარტო ნაშთების დასმა
  • საბუღალტრო გატარებები
  • დოკუმენტაციის შექმნა (სალაროს გასავლის ორდერი, სალაროს შემოსავლის ორდერი, საგადასახადო დავალება, სასაქონლო ზედნადები)
  • ხელფასის დაანგარიშება, ხელფასის დარიცხვის გატარებები
  • ძირითადი საშუალებების მიღება, სასტარტო ნაშთებში დასმა, ცვეთის დარიცხვა; პაკეტური კორექტირება
  • სამეურნეო ოპერაციები
  • მოგება-ზარალი
  • საცდელი ბალანსი
  • ასლის აღება/აღდგენ

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი ითვალისწინებს კონკრეტული ორგანიზაციის დოკუმენტებთან მუშაობას, ბუღალტერიის წარმოებას შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით ელექტრონულად rs.ge-ზე. სტაჟირების გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში და ფლობს ORIS-ის პროგრამას. ასევე დამწყებ ბუღალტრებს, ვისაც აქვთ სურვილი გაიღრმავოს პროფესიული ცოდნის დონე.

პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი მოიცავს:

  • ორგანიზაციის შექმნა
  • სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერების შექმნა. სალაროს დამუშავება
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება
  • სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურის შექმნა ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ხელფასის უწყისის შექმნა
  • ყოველთვიური დეკლარციების (საშემოსავლოს, განაცემთა ინფორმაციის, დღგ-ს) შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • ყოველწლიური დეკლარციების (მოგების, ქონების)  შევსება-ჩაბარება ელექტრონულად rs.ge-ზე.
  • დარიცხული წლიური საავანსო გდასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები

ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს ORIS-ის პროგრამაში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა rs.ge-ზე.

აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად განახორციელოთ მოქმედი კომპანიების საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა.
კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ  ჯგუფებში (2-5 კაცი) და ინდივიდუალურად. ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ. 

სრული კურსის ღირებულება:

  • სრული კურსი:  ჯგუფი - 360 ლარი ( 36 ლექცია)
  • სრული კურსი:  ინდივიდუალური - 450 ლარი ( 36 ლექცია)

შესაძლებელია კურსის ცალკეული ნაწილის აღება:

  • თეორიული კურსი: ჯგუფი - 150 ლარი;  ინდივიდუალური  - 200 ლარი (14 ლექცია)
  • ORIS-ის კურსი: 100 ლარი (10 ლექცია)
  • სტაჟირება: 150 ლარი (12 ლექცია)

ტექნიკური ინფორმაცია:

  • კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.
  • კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
  • მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
  • კურსს გაუძღვება ACCA-ს კურსდამთავრებული, მოქმედი მთავარი ბუღალტერი

მის: რუსთაველის გამზ.1   IV  სადარბაზო   IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).
ტელ: (+995 32) 214 90 50; (+995 595) 40 47 48 ; (+995 551) 40 42 40             
ელ-ფოსტა: newgen.ge@gmail.com                                                     

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა