• https://charte.ge/

ავტორი

ევროპის აკადემიური ცენტრი

tel: (+995 32) 2 147270
mail: exchangeprograms@pdcgeo.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ტრენინგ-კონფერენცია გაეროში,ნიუ იორკში
დამსაქმებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება
ბოლო ვადა: 2014/08/31
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (4500$ ლარი )
ნანახია: 1562 -ჯერ

გაემგზავრეთ ტრენინგ–კონფერენციაზე გაეროში, ნიუ–იორკში

ევროპის აკადემიური ცენტრი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს, გაემგზავრონ ამერიკაში და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფორუმში - გლობალური პრობლემების გადაჭრის ლაბორატორია 2014, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ იორკი.

პროექტი განკუთვნილია როგორც მოსწავლეებისთვის 16 წლიდან, ასევე სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ სტრატეგიების შემუშავებისა და დაგეგმვის მეთოდოლოგიას, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ლიდერობისა და პრობლემების მოგვარების გზების შესახებ, გაეცნონ მსოფლიოს წინაშე მდგარ მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს, მათი მოგვარების გზებს, ტექნოლოგიებს, კულტურას, რესურსებს და გააცნობიერონ, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მომავლის შესაცვლელად.

სამეცნიერო პროექტი არის ადგილი, სადაც რეალურად ხდება გლობალური და ლოკალური პრობლემების გადაჭრის გზების შემუშავება.
მოთხოვნები:

  • ასაკობრივი ჯგუფები: 16-დან 25 წლამდე;
  • საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
  • ლიდერის თვისებები.


რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "USA International Programm"). ან შეავსოთ ონლაინ–აპლიკაცია: http://goo.gl/MmnPr3


პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე
პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის ნოემბერი
ღირებულება 4500 დოლარი.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777; 593 575325

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა