• https://charte.ge/

ავტორი

ევროპის აკადემიური ცენტრი

tel: (+995 32) )2147270
mail: info@pdcgeo.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბიზნეს კურსები
დამსაქმებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
კატეგორია: საბანკო
ბოლო ვადა: 2014/08/31
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 526 -ჯერ
კურსის დასახელება: ბიზნეს კურსები
 
1.საბუღალტრო და საგადასახადო საქმე + ორისი (პირველი დონე დამწყებთათვის).
 
ეს არის კომბინირებული კურსი დამწყები ბუღალტრისთვის (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა პროფესიის ან განათლების მქონე პირია მსურველი, უმთავრესია სურვილი ამ მეტად მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად).
 
პროგრამის ფარგლებში შეისწავლება:
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
  • სსკ გადასახადები;
  • კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა ორისი.
 
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: 
  • თეორია + პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
 
ხანგრძლივობა: სამი თვე, კვირაში 3-ჯერ, 2 სთ. ლექციები.
კურსის მთლიანი ღირებულება 500 ლარი.
 
მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა.
ცოდნის შეფასება მოხდება  ტესტირების გზით. მიღებული შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.
 
 მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo
 
2.პრაქტიკული ბუღალტერია (სფერო: მომსახურება, რეალიზაცია) (მეორე დონე).
 
პროგრამა შემუშავებულია პარტნიორი აუდიტორული კომპანია "ბიზნეს სააგენტო-ს" პრაქტიკის ბაზაზე (სრულდება 2 წლის საბუღალტრო აღრიცხვის ციკლი /გატარებები, ყოვეთვიური დეკლარაციები, დღგ, ქონების და მოგების დეკლარაცია, პრაქტიკულად მუშაობა ელექტრონულ ზედნადებებთან და ფაქტურასთან), 2 წლის სრული ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა Oris და Rs.ge-ში.
 
ეს დაგროვილი პრაქტიკა და გამოცდილება ცალსახად ზრდის დამწყები ან კვალიფიკაცია ამაღლებული ბუღალტრის დასაქმების პერსპექტივას!
 
სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: 
  • პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა.
 
ხანგრძლივობა: ორი თვე, კვირაში 2-ჯერ, 2 სთ. ლექციები.
კურსის მთლიანი ღირებულება: 350 ლარი.
 
მონაწილეებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა.
მიღებული ცოდნის შეფასება მოხდება  ტესტირების გზით. გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" სერთიფიკატი.
 
რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo
 
3.საბანკო საქმე + სტაჟირება ბანკში
 
სასწავლო ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაზარდოს დასაქმების შანსი საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში.
 
გარდა ძირითადი კურსისა, თქვენ ჩაგიტარდებათ დამატებით მასტერკლასები საქართველოს საბანკო სექტორიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტებისაგან.
 
საბანკო საქმის შემსწავლელი პროგრამა მოიცავს:
  • საქართველოს თანამედროვე საბანკო-საკრედიტო სისტემა;
  • ცენტრალური ბანკის ფუნქციები;
  • საბანკო-საოპერაციო პროდუქტები; საბანკო ანგარიშის სახეები, ანაბრის ტიპები;
  • ბანკის საკრედიტო პოლიტიკა; საკრედიტო პროდუქტების მიმოხილვა;
  • ბანკის საშუამავლო ოპერაციები;
  • პლასტიკური ბარათების ბაზარი;
  • ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემა;
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი;
  • კომერციული ბანკების და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობა და სხვა.
 
კურსს უძღვებიან აღიარებული ექსპერტ-ტრენერები.
 
ტრენინგის დასრულების შემდგომ მსმენელებს ჩაუტარდებათ შემაჯამებელი ტესტირება, რომლის შედეგების საფუძველზე გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" საერთაშორისო დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
საბანკო საქმის სახელმძღვანელოები  მსმენელებს გადაეცემათ საჩუქრად!
კურსის ხანგრძლივობა: 7 კვირა (კვირაში 2-ჯერ) + 2 კვირა სტაჟირება (კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში) 
მთლიანი კურსის ღირებულება: 320 ლარი 
სწავლა დაიწყება 8 სექტემბრიდან
 
4.სახელმწიფო შესყიდვები
 
სახელმწიფო შესყიდვები - 1 თვიანი კურსი: 
  • მთლიანი კურსის ღირებულება - 350 ლარი
  • კორპორაციული კლიენტებისთვის მოქმედებს სპეციალური წინადადება. 
 
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • სახელმწიფო შესყიდვების არსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა, შესყიდვის განხორციელების საშუალებები და მეთოდები;
  • ტენდერი, სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • ტენდერი, სატენდერო წინადადებების მიღება, გახსნის, განხილვისა და შეფასების წესი;
  • გამარტივებული შესყიდვა 
  • გასაჩივრება და დავების გადაწყვეტის მექანიზმები; 
  • სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება; 
  • შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკული შედგენა. 
 
კურსის ბოლოს გაიცემა ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატი.
 
5.საგადასახადო კოდექსის ვრცელი კურსი (საგადასახადო მანუალები) სწავლება
 
მიმდინარეობს ინტერაქტიული ფორმით, რომელიც მოიცავს: 
  • თეორია+პრაქტიკა;
  • ქეისების განხილვა;
  • მიღებული ცოდნის ტესტირების გზით შეფასება.
 
კოდექსი შეისწავლება:
  • პრაქტიკული მაგალითების გარჩევის გზით;
  • კურსის განმავლობაში დეტალურად განიხილება საგადასახადო კოდექსში შესული თითოეული ცვლილება ძველი და ახალი კოდექსის შესაბამისი მუხლების შედარების საფუძველზე;
  • განიხილება ამ ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • ლექციები მოიცავს კითხვა-პასუხის ფორმატს;
  • კურსის განმავლობაში ჩატარდება შესწავლილი მასალის ტესტირების გზით შეფასება.
 
"ევროპის აკადემიური  ცენტრი" მზად არის, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატაროს აღნიშნული ტრენინგები მოთხოვნის შესაბამისად.
 
კურსის ხანგრძლივობა: 36  საათი; 12 კვირა
ლექციის ხანგრძლივობა: 3 საათი, 
ღირებულება:  499 ლარი  (დღგ-ს ჩათვლით)
 
ევროპის აკადემიური ცენტრი- მოემზადეთ პროფესიონალ ტრენერებთან, მიიღეთ მაღალი დონის განათლება და პროფესიული რჩევები!
სწავლა დაიწყება 8 სექტემბრიდან
მიმდინარეობს რეგისტრაცია
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.pdcgeo.ge/index.php?page=45&lang=geo
 
ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 
 
ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 14 72 70 2 238234, 2 332419, 599 334700 
 
ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227 
 
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293 293, 568 74 3737 
 
 
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.pdcgeo.ge
სიახლეები იხილეთ: http://www.facebook.com/pdceuropean
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა