• https://charte.ge/

ავტორი

ელიტ ელექტრონიქსი

mail: jobs@ee.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კატეგორიის სპეციალისტი
დამსაქმებელი: ელიტ ელექტრონიქსი
კატეგორია: მარკეტინგი
ბოლო ვადა: 2014/09/01
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
რუმინული
ინგლისური
ნანახია: 784 -ჯერ
სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს 31 მაღაზიას მოიცავს.
 
სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).
 
სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-სერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
 
დამსაქმებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”
სამუშაოს დასახელება: კატეგორიის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ექვემდებარება: კომერციულ დირექტორს
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 1 სექტემბერი, 2014 წელი
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ტესტირების, ინტერვიუს სახით
 
ძირითადიმოვალეობები:
  • სარეალიზაციო პროდუქციის შესყიდვა კომპანიისთვის საუკეთესო პირობებით
  • ლოჯისტიკის განყოფილებისათვის განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება/გაშიფვრა
  • საწყობების, გაყიდვების და ქსელის ინფორმირება მისაღები პროდუქციის შესახებ
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა
  • რეპორტინგის მომზადება მომწოდებლებისთვის და მენეჯმენტისთვის
  • მაღაზიებში მარაგების ეფექტური გადანაწილების (ახალი პროდუქციისა და მიმდინარე მარაგების) კონტროლი და დაგეგმვა
  • მაღაზიებისთვის, დილერებისთვის და კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზების მომზადება
  • ბაზრის ანალიზი
  • მაღაზიებთან ურთიერთობა პროდუქციის ოპტიმალური გადანაწილებისა და განლაგებისთვის
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება(ბიზნეს ადმინისტრირება/ფინანსები/ეკონომიკა/მათემატიკა)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური (თავისუფლად) და რუსული (საშუალო) ენების ცოდნა
  • ექსელის მაღალ დონეზე ფლობა
საჭირო უნარ-ჩვევები
  • მათემატიკური აზროვნება
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • დაგეგმვა და ორგანიზება
  • დეტალებისადმი დაკვირვებულობა
  • დროის მენეჯმენტი
 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV. გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რა ვაკანსიაზე აგზავნით მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ მიიღება.

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა