• https://charte.ge/

ავტორი

ელიტ ელექტრონიქსი

mail: jobs@ee.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მაღაზიის კონსულტანტი ბათუმში
დამსაქმებელი: ელიტ ელექტრონიქსი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
ბოლო ვადა: 2014/08/27
მდებარეობა: ბათუმი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ასაკი: 20 - 30 წელი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 321 -ჯერ
სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით,,ელიტ ელექტრონიქსი"-ს 31 მაღაზიას მოიცავს.
 
სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.
 
დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი” 
სამუშაოს დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი
სამუშაო ადგილი:  ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ექვემდებარება: მაღაზიის მენეჯერს
განცხადებების მიღების ბოლო ვადა:  27 აგვისტო, 2014 წელი
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია
  • სექციაში ოპტიმალური მარაგების შექმნა
  • პროდუქციის გადანაწილება სტანდარტის მიხედვით
  • ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული შესრულება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ტექნიკის სფეროში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული
  • ასაკი: 20 – 30 წლამდე
 
საჭირო უნარები:
  • კომუნიკაბელურობა
  • გადმოცემის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • მიზანსწრაფულობა
 
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV  . გთხოვთ, მიუთითოთ, თუ რა ვაკანსიაზე აგზავნით მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაცემები არ მიიღება.
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა