• https://charte.ge/

ავტორი

კერამიკული საამქრო

mail: hr@kerketi.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT სპეციალისტი - Mobile Development
დამსაქმებელი: კერამიკული საამქრო
ბოლო ვადა: 2016/11/13
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი
ნანახია: 1343 -ჯერ

ვაკანსია - IT სპეციალისტი - Mobile Development

 

კერკეტი არის მობილური ტელეფონით  ფულის გაგზავნის და გადახდების სისტემა — საქართველოში და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციური მაღალტექნოლოგიური მზარდი კომპანია (www.kerketi.ge). კომპანია დაფუძნებულია ქართული და ბრიტანული ინვესტიციით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. 

 

კერკეტი გეგმავს საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სფეროში გამოცდილი სპეციალისტების ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას. თუკი თვლით რომ ხართ ქვემოთჩამოთვლილ რომელიმე სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი საქართველოში, ან გაქვთ შესაბამისი პოტენციალი, მოხარული ვიქნებით თუკი შეგვეხმიანებით. 

 

აუცილეებელი ტექნიკური გამოცდილება/ცოდნა:

-          iOS პროგრამირება (აუცილებელი): Swift, Objective-C

-          Android პროგრამირება (სასურველი):Java, Android SDK, Firebase, Material Design

-          კომუნიკაციის პროტოკოლები: RESTful API, SOAP, JSON, Push notifications

-          რეალურ ბიზნეს აპლიკაციებზე (სასურველია ფინანსურ სფეროში) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:

-          მიზანსწრაფულობა: დასახული მიზნების მიღწევაზე უკომპრომისო კონცენტრაციის უნარი. ფოკუსი ამოცანის გადაწყვეტაზე და არა იმ მიზეზებზე, რატომაც ამ ამოცანის გადაწყვეტა „შეუძლებელია“

-          ეფექტური კომუნიკაცია: IT ტექნოლოგიების/ტერმინოლოგიის არმცოდნე პირებთან მწყობრი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი: დავალებების მიღების, ტექნიკური ალტერნატივების განხილვის, პრობლემების აღმოფხვრის, სამუშაოს ჩაბარების პროცესში;

-          ორგანიზებულობა: პრიორიტეტების დადგენის და დასახული ამოცანების დამოუკიდებლად, სწრაფად შესრულების უნარი; შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირების უნარი;

-          პროაქტიურობა: სწავლაზე და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებაზე ორიენტაცია, კომპანიის IT გარემოს და პროდუქტების გაუმჯობესებაზე პროაქტიური ზრუნვა

 

სხვა პირობები:

-          უმაღლესი განათლება: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, ფიზიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებაში, ან სხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინაში.

-          სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი ფორმალური სამუშაო გამოცდილება IT განხრით, ან/და დამოუკიდებლად განხორციელებული მნიშვნელოვანი IT პროექტების პორტფელი.

-          ენების ცოდნა: ქართულთან ერთად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა, უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის აუცილებლობის გამო. 

 

ანაზღაურება: 1000-2000 ლარი, გამოცდილების შესაბამისად

 

საბუთების წარდგენის პროცედურა:

  •          გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@kerketi.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება (IT - Mobile) წერილის სათაურად (subject line-ში)
  •          განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 13 ნოემბერი
  •          მივესალმებით და პრიორიტეტულად განვიხილავთ ადრე გამოგზავნილ განაცხადებს
  •          დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
  •          მკაცრად ვიცავთ დასაქმებაში თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა