ტელეკომუნიკაციების ინჟინერი |
დამსაქმებელი: |
ვეზირი |
კატეგორია: |
სამშენებლო
|
ბოლო ვადა: |
2014/09/14 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაო გამოცდილება |
3 წელი
|
მართვის მოწმობა |
B კატეგორია
|
კომპიუტერული პროგრამები |
AutoCAD კარგად XML კარგად |
ენები |
ინგლისური რუსული ქართული |
მიმაგრებული ფაილები: |
Attachment_(9).docx
|
ნანახია: |
646 -ჯერ |
შპს ვეზირი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
ტელეკომუნიკაციების ინჟინერი
განათლება: უმაღლესი
სპეციალობა: ტექნიკური (ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა, ელექტრონიკა, კავშირგაბმულობა, პროგრამირება, კომპიუტერული მეცნიერებები)
ცოდნა და გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მწარმოებელთა სპეციალური ტრენინგები;
- ტელეკომუნიკაციის სისტემები (ქსელები, ტელეფონია და სხვა)
- სასურველია უსაფრთხოების სისტემების ცოდნა (ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, IP CCTV)
- ამ სფეროში არსებული შესაბამისი სტანდარტების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ქართული ენის გამართულად ფლობა (როგორც სასაუბრო ისე წერილობითი);
- ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების – საბაზისო პროგრამების, ასევე AutoCad-ის და Visio-ს სრულყოფილი ფლობა;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი უნარი;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
- ინფორმაციის ზუსტად და დაუმახინჯებლად გადაცემის უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინიციატივიანი და მოტივირებული;
- კომპანიის ინტერესებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პერიფერიულ მოწმობილობებთან (პრინტერი, სკანერი, ფაქსი და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
- პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად):
- საპროექტო მოთხოვნების შესწავლა და განსაზღვრა ობიექტებზე;
- ტექნიკური გადაწყვეტების შეთავაზება შესაბამის სფეროებში;
- პროექტის ტექნიკური დიზაინი;
- ელექტრონული სქემის გრაფიკული დახაზვა AutoCad-სა და/ან Visio-ში;
- სისტემების ინსტალაცია, პროგრამირება, გაშვება, ტესტირება, სერთიფიცირება და მომსახურება;
- ახალი გადაწყვეტების მოძიება/ანალიზი;
- სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
- შესაბამისი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მუშაობა.
სამუშაო პირობები:
- 35 საათიანი სამუშაო კვირა(ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შუალედში ერთ საათიანი შესვენებით);
- ანაზღაურება ფიქსირებული : კონკურენტუნარიანი ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
- სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი „გოლდი“(პაკეტის ღირებულებას სრულად ფარავს კომპანია);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ვეზირის სათაო ოფისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
დაქვემდებარება:
- ტელეკომუნიკაციის ინჟინერი იმუშავებს ტექნიკური პროექტების მართვის დეპარტამენტში და დაექვემდებარება უშუალოდ ტექნიკურ დირექტორს
- დასაქმებულის უფლებები:
- შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
- დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
- ხელშეკრულების ფორმა და ვადა: შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი 6 თვის ვადით.
სავალდებულო დოკუმენტები:
- შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი);
- CV (სასურველია ევროპულ ფორმატში);
- ფოტოსურათი (3/4);
- დიპლომ(ებ)ის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- სერთიფიკატ(ებ)ის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, შეავსეთ კომპანიის განაცხადის ფორმა და სავალდებულო საბუთებთან ერთად გამოგზავნეთ , SUBJECT_ის ველში მიუთითეთ „უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ინჟინერი“