• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ინჟინერი
დამსაქმებელი: ვეზირი
კატეგორია: უსაფრთხოება/დაცვა
ბოლო ვადა: 2014/09/14
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
მართვის მოწმობა B კატეგორია

კომპიუტერული პროგრამები
AutoCAD კარგად
Visio კარგად
ენები
ინგლისური
ქართული
რუსული
მიმაგრებული ფაილები: Attachment_(8).docx

ნანახია: 390 -ჯერ

შპს ვეზირი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:   უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ინჟინერი

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: (1) ერთი
დასაქმების სავარაუდო თარიღი:  1 ოქტომბერი, 2014
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:  უსაფრთხოების და კომპლექსური სისტემების დიზაინი, ინსტალაცია, პროგრამირება, გაშვება, სერტიფიცირება და მომსახურება

პროფესიული მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი
  • სპეციალობა: ტექნიკური (ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა, ელექტრონიკა, კავშირგაბმულობა, პროგრამირება, კომპიუტერული მეცნიერებები)


ცოდნა და გამოცდილება:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მწარმოებელთა სპეციალური ტრენინგები;
  • უსაფრთხოების სისტემების ცოდნა: სახანძრო დეტექცია, დაშვების კონტროლი, შეღწევის საწინააღმდეგო სიგნალიზაცია, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები;
  • ამ სფეროში არსებული შესაბამისი სტანდარტების ცოდნა.


უნარ-ჩვევები:

  • ქართული ენის გამართულად ფლობა (როგორც სასაუბრო ისე წერილობითი);
  • ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ფლობა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების – საბაზისო პროგრამების, ასევე AutoCad-ის და Visio-ს სრულყოფილი ფლობა;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
  • ინფორმაციის ზუსტად და დაუმახინჯებლად გადაცემის უნარი;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინიციატივიანი და მოტივირებული;
  • კომპანიის ინტერესებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პერიფერიულ მოწმობილობებთან (პრინტერი, სკანერი, ფაქსი და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი.


ფუნქცია-მოვალეობები (დეტალურად):

  • მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა/ანალიზი;
  • ტექნიკური გადაწყვეტების შეთავაზება შესაბამის სფეროებში;
  • პროექტის დიზაინი
  • ელექტრონული სქემის გრაფიკული დახაზვა AutoCad-სა და/ან Visio-ში;
  • სხვადასხვა მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია, პროგრამირება, გაშვება და მომსახურება
  • აწარმოოს პერიოდული ანგარიშგება, მოამზადოს სხვადასხვა სახის ანგარიშები (მაგ.: ინსტალაციის ანგარიში);
  • სისტემური მომსახურება;
  • შესაბამისი დადგენილი სტანდარტების  შესაბამისად მუშაობა.


სამუშაო პირობები

  • 35 საათიანი სამუშაო კვირა(ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შუალედში ერთ საათიანი შესვენებით);
  • ანაზღაურება ფიქსირებული: კონკურენტუნარიანი ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სოციალური პაკეტი: ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტი „გოლდი“(პაკეტის ღირებულებას სრულად ფარავს კომპანია);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შპს ვეზირის სათაო ოფისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.


დაქვემდებარება:

  • უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ინჟინერი  იმუშავებს ტექნიკური პროექტების მართვის დეპარტამენტში და დაექვემდებარება უშუალოდ ტექნიკურ დირექტორს


დასაქმებულის უფლებები:

  • შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
  • დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
  • ხელშეკრულების ფორმა და  ვადა:  შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი 6 თვის ვადით.


სავალდებულო დოკუმენტები:

  • შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი);
  • CV (სასურველია ევროპულ ფორმატში);
  • დიპლომ(ებ)ის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  • სერთიფიკატ(ებ)ის ასლი (არსებობის შემთხვევაში);


საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, შეავსეთ კომპანიის განაცხადის ფორმა და სავალდებულო საბუთებთან ერთად გამოგზავნეთ, SUBJECT_ის ველში მიუთითეთ „უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ინჟინერი“

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 14/09/2014

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა