• https://charte.ge/

ავტორი

ბი დი სი აკადემია

tel: (+995) 593 000 684
mail: bdc.academy@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ფარმაციის კურსი სტაჟირებით აფთიაქებში
დამსაქმებელი: ბი დი სი აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2016/11/11
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 2246 -ჯერ

,, ბი დი სი აკადემია ‘’ გთავაზობთ ფარმაციის შემსწავლელ ტრენინგ–კურსს

ნებისმიერი მსურველთათვის.ტრენინგები მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს და გათვალისწინებულია ისეთი მსმენელებისთვის, რომელთა მიზანია იმუშაოს ან მუშაობს ფარმაცევტად და სურს პროფესიული დონის ამაღლება.

თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. თეორიული კურსისი გავლის შემდეგ მსმენლები მიუხედავად მათი ტესტირების შედეგებისა გაივლიან სტაჟირებას სხვადა სხვა აფთიაქებში .( რომლის საფასურსაც აფინანსებს ბიდისი აკადემია)

პროგრამის მიზანია:

შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ სისტემური ცოდნა ფარმაციაში დინამიკურად ცვლად გარემოში მუშაობისა და ორგანიზატორის უნარჩვევები, რათა შეძლონ დარგის სპეციალისტებზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნებისადმი ფეხის აწყობა. მოცემული მიზნის მისაღწევად აკადემიის აკადემიური პერსონალი თავის პოტენციალით და შემადგენლობით უზრუნველყოფს დასახული მიზნის წარმატებით შესრულებას.

ფარმაცია არის მედიცინის ერთ-ერთი დარგი, რომელში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამედროვე მედიცინა განვითარების ამ ეტაპზე ყოველდღიურად მზარდ მოთხოვნებს უყენებს. აქედან გამომდინარე ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი ფარმაცევტები, რომლებიც ფლობენ ფარმაციაში დღევანდელი დღისთვის შესაბამის ცოდნას, ამ ცოდნის მოპოვების, გაღრმავებისა და გამოყენების უნარებს.

პროგრამა აგებულია დარგში თანამედრვე მიღწევებსა და სტანდარტებზე, რომელიც მოდიფიცირებულია ჩვენი სასწავლებლის კონკრეტული სპეციფიკის გათვალისწინებით, რათა ჩვენს მიერ მომზადებული სპეციალისტი აღჭურვილი იყოს თანამედროვე ცოდნით და ამასთან ერთად ფლობდეს ამ ცოდნის პრაქტიკული რეალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტებს. გავზარდოთ ფარმაცევტი, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში თავისუფლად იმოქმედებს, როგორც საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ სტანდარტების ასევე ეროვნულ კანონმდებლობისა და გაიდლაინების გამოყენებით.

კურსი მოიცავს:

ზოგადი ფარმაკოლოგია;

ვიტამინები;

თ/ტ მეტაბოლიზმზე მოქმედი პრეპარატები–– ნოოტროპული საშუალებები;

ანტიჰისტამინური პრეპარატები;

ხველების საწინააღმდეგო საშუალებები;

ჰიპოფიზის ჰორმონები;

ესტროგენული პრეპარატები;

ჰიპოგლიკემიური პრეპარატები;

ვაზოდილატატორები–ანტიანგინალური პრეპარატები;

ანტიაგრეგანტები ანტიკუაგულანტები;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები;

საჭმლის მომნელებელი სისტემა;

ანემია;

გულის დაავადებები.საგულე გლუკოზიდები;

ანტიარითმიული პრეპარატები;

გლუკოკორტიკოიდები (სტეროიდები);

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები;

ამინოგლიკოზიდები;

პენიცილინის ჯგუფის სულფანილამიდები;

ანტიპროტოზოული პრეპარატები.ანტიმიკოზური საშუალებები;

ანტიჰელმითური საშუალებები;

ჰიპოთენზიური საშუალებები;

ფსიქოტროპული საშუალებები;

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები.პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები;

თვალის დაავადებები.სამკურნალო პრეპარატები;

ფაგებით მკურნალობა.საოჯახო აფთიაქი;

კლიენტებთან ურთიერთობა– შეთავაზება,მომსახურების მოკლე კურსი;

ტრეინინგის მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება.

კურსის კოორინატორია გამოცდილი კვალიფიკაციის მქონე მოქმედი ფარმაცევტი ლია ჯაში .
წარმატებულ მსმენელებს ეძლევათ დასაქმების შესაძლებლობა.
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.
ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
ბიდისი აკადემია თქვენი წარმატებული მომავლის გარანტიაა!
თბილისი ; რუსთაველის გამზ. № 36 სად 1 სართ 3,
გორი ; გარსევანიშვილის 7.
ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08
e-mail: bdc.academy@gmail.com
www.bdc-center.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა