ლაბორანტი |
დამსაქმებელი: |
SPAR Georgia |
კატეგორია: |
მეცნიერება,
|
ბოლო ვადა: |
2016/11/06 |
მდებარეობა: |
თბილისი
|
განათლება |
ბაკალავრი
|
სამუშაო გამოცდილება |
5 წელი
|
კომპიუტერული პროგრამები |
Microsoft Office Word კარგად Microsoft Office Excel კარგად Microsoft Office Outlook კარგად |
ენები |
ინგლისური კარგად ქართული ძალიან კარგად რუსული კარგად |
ნანახია: |
2137 -ჯერ |
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12,322 მაღაზიას მსოფლიოს 35 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ლაბორანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
მოვალეობები:
- საწარმოში მიღებული ნედლეულის მიკრობიოლოგიური და მიკროქიმიური ანალიზის ჩატარება;
- საწარმოში შემოსული პროდუქტის ორგანულ-ლეპტიკური მახასიათებლების , ტემპერატურის და ვიზუალური მაჩვენებლების შემოწმება;
- ნედლეულის ვადების შემოწმება;
- ნედლეული ხორც-პროდუქტების სტანდარტების მიხედვით გალღობის შემოწმება;
- ნედლეულის თანმიმდევრული დამუშავების და მომზადების წესების დაცვის შემოწმება;
- დამზადებული პროდუქციის ტემპერატურის და შენახვის პირობების შემოწმება;
- პროდუქციისთვის შენახვის ვადების მინიჭება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (სამედიცინო; ვეტერინარიული);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა ( Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook;)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- კოდექს ალიმენტარიუსი, ჰასპის კანონები, კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ და მალფუჭებადი პროდუქციის შენახვისა და გამოყენების ვადების ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com 2016 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში – „subject” მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება „ლაბორანტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.