• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

mail: recruitment@credo.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის ოფიცერი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2014/11/13
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 580 -ჯერ
დამსაქმებელი:შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო”
თანამდებობა:მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის ოფიცერი
სამუშაო ადგილი:შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი
 
შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო” არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად მზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
ჩვენ ვთავაზობთ: 
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
 
ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • მომსახურების სტანდარტების მონიტორინგის ჩატარება ადგილობრივად;
  • მომსახურების სტანდარტების მონიტორინგის შედეგად მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
  • მომსახურების სტანდარტების მონიტორინგის შედეგად რეპორტინგი უფროსი მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლის ოფიცრის მეთვალყურეობის ქვეშ;
  • თანამშრომლებთან უკუკავშირის დამყარება კვლევის შედეგებზე.
 
აუცილებელი მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ინგლისურად, ქართულად და რუსულად;
  • ადამიანებზე ორიენტირებული პიროვნება;
  • მოტივირებული და წარმატებისაკენ სწრაფვის სურვილის მქონე პიროვნება;
  • ძლიერი პიროვნული თვისებები;
  • საჭიროებისამებრ მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის სურვილი და ადგილობრივად მოგზაურობის შესაძლებლობა;
  • აკურატული და დეტალებზე ორიენტირებული პიროვნება.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ან გამოაგზავნეთ ჩV/ღესუმე  ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: recruitment@credo.ge
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 13 ნოემბერი
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა