• https://charte.ge/

ავტორი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო

mail: recruitment@credo.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
HR ოფიცერი
დამსაქმებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
კატეგორია: ადამიანური რესურსები,
ბოლო ვადა: 2014/11/10
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 561 -ჯერ
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“ აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრაციის ოფიცერი
 
 
სამუშაო ადგილი:  თბილისი
 
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო“ არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება მიკრო სესხების გაცემის გზით. კრედო სწრაფად ზრდადი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას.
 
ჩვენ ვთავაზობთ: 
 
  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სტაბილურობას.
 
ძირითადი პასუხისმგებლობა:
 
  • თანამშრომლის პირადი საქმის მოწესრიგება HR ბაზის პროცედურების შესაბამისად და მონაცემების ასახვა HR მონაცემთა ბაზაში.
  • თანამშრომლების ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით ბანკებთან ურთიერთობა
  • პირადი ინფორმაციის მართვა და ადმინისტრირება HR მონაცემთა ბაზაში: თანამშრომლების როტაციები, პოზიციის ცვლილება.
  • ახალი თანამშრომლების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება.
  • თანამშრომლების წლიური შიდა ტესტირების ადმინისტრირება.
  • კრედოს კვარტალური ჟურნალის მხარდაჭერა, ინფორმაციის მოძიება და შეგროვება სხვა და სხვა წყაროების გამოყენებით.
  • თანამშრომლების შესახებ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
 
 
აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში/ ან შესაბამის სფეროში.
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ში ან/და მსგავს სფეროში.
  • მოწესრიგებული და  დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • პრიორიტეტების დასახვის და საქმეების გადანაწილების უნარი.
  • სასურველი რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • ძლიერი პიროვნული თვისებები, ხალხზე ორიენტირებული პიროვნება.
 
დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა ან გამოაგზავნეთ CV/Resume  ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე:recruitment@credo.ge.
 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 10 ნოემბერი
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა