• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 595) 59 23 01
mail: zh.antia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასერტიფიკატო პროგრამა ბიზნეს მენეჯმენტში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/29
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 1630 -ჯერ
ჯიპა აცხადებს მიღებას მოკლევადიან ბიზნეს მენეჯმენტის  სასერტიფიკატო პროგრამაზე. 
 
ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. 
 
პროგრამის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის ფუნქციონირებისა და კეთების ძირითადი პრინციპები. 
 
სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით. 
პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:
  1. ბიზნესის საფუძვლები - 8 შეხვედრა 
  2. მარკეტინგის საფუძვლები - 8 შეხვედრა 
  3. მენეჯმენტის საფუძვლები - 8 შეხვედრა 
  4. ფინანსების საფუძვლები - 12 შეხვედრა  
 
პროგრამას გაუძღვებიან:
  • გიორგი თურქია 
  • ნიკა აბუაშვილი 
  • ლევან ნებიერიძე 
  • შალვა ახრახაძე
თითოეული ლექციის ხანგრძლივობაა 3 საათი. სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. ოთხივე საგნის გავლის შემდეგ, სტუდენტი იცავს ინდივიდუალურ პროექტს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დამატებითი საკონსულტაციო საათები დანიშნონ პროგრამის ლექტორებთან. 
 
პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ, 18:30-დან. პროგრამის ღირებულება შეადგენს 1500 ლარს. 
 
პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.  კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება  შეღავათიანი პირობებით ჩააბარონ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე.
 
სტუდენტს მოეთხოვება კომპიუტერული უნარ_ჩვევების ქონა. პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, და წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირების ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 26 ნოემბერი. სწავლა დაიწყება 1 დეკემბერს.  
 
საკონტაქტო პირები: 
ჟანა ანთია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
ელ-ფოსტა:  zh.antia@gipa.ge
მობ: +995 595 59 23 01
 
თორნიკე კაპანაძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
 
მობ: +995 599 629 777
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა