• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32) 2 497500
mail: zh.antia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასერტიფიკატო პროგრამა ფინანსურ მენეჯმენტში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/29
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (2250 ლარი )
ნანახია: 873 -ჯერ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა  აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე ფინანსური მენეჯმენტი
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელსაც არა აქვს პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში. 
 
კურსის აღწერილობა:
კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს: 
 
1.Excel-ის  საფუძვლები - 6 შეხვედრა
მონაწილეები გაეცნობიან ექსელის ინტერფეისს, ელექტრონული ცხრილების მომზადებას და ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც გამოადგებათ ფინანსური ინფორმაციის ელექტრონული სახით მოსამზადებლად. 
 
 
2.გადასახადები - 5 შეხვედრა 
მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, გადასახადების მნიშვნელობას და მათი წარმოქმნისა და გადახდების სტრუქტურას.  კურსი ასევე მიზნად ისახავს საერთაშორისო დაბეგვრის კონტროლისა და ადმინისტრირების პრინციპების გაცნობას; მსოფლიოში გადასახადების თავიდან აცილების უახლესი ადმინისტრირების მექანიზმების გაცნობას და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საერთაშორისო რეგულაციის ნორმების ანალიზს.
 
 
3.ფინანსური მოდელირება - 5 შეხვედრა 
ლექციების ამ კურსში აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ მეცადინეობებზე, ქეისების გარჩევაზე, რომლის მიზანია სტუდენტებმა ბანკებიდან და სხვა ალტერნატიული ფინანსური წყაროებიდან მოსაძიებელი სახსრების დაგეგმვა და მართვა შეძლონ. ექსელის საშუალებით ფინანსური მოდელირება, ისეთი ფორმების გამოყენება, როგორიცაა PMT, IPMT, PPMT, PV, NPV, FV, IRR, NPEP, RATE და ა.შ. გაეცნობიან ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა EBIDTA
 
 
4.ფინანსური აღრიცხვა - 11 შეხვედრა 
მსმენელები გაეცნობიან იმ კანონმდებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის ფინანსების მართვასთან, ძირითად გადასახადებსა და მათ ადმინსიტრირებას და ისწავლიან საბალანსო, მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებებს.
 
 
5.ფინანსების საფუძვლები - 5 შეხვედრა 
მსმენელები გაეცნობიან ფინანსების როლს ორგანიზაციაში და იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც აგებულია თანამედროვე ორგანიზაციების ფინანსების მართვა. ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფულის ღირებულება დროში, პროექტის სუფთა დღევანდელი ღირებულება (NPV), მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებები, ბიუჯეტი და სხვა. 
 
 
6.შესყიდვების მენეჯმენტი - 3 შეხვედრა 
მსმენელები გაეცნობიან სახელმწიფო შესყიდვების არსს, მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესყიდვის განხორციელების საშუალებებს და მეთოდებს, სატენდერო განცხადების მომზადებას, გასაჩივრებას და დავების გადაწყვეტის მექანიზმებს და შესყიდვების დოკუმენტაციის პრაქტიკულ შედგენას. 
 
 
7.ინვესტიციები - 5 შეხვედრა 
სტუდენტები გაერკვევიან ინვესტირების თავისებურებებში, ფინანსური პორტფელის მენეჯმენტსა და კონსტრუირების პროცესში. შეისწავლიან დაფინანსების სხვადასხვა ალტერნატიულ წყაროებს და საინვესტიციო პორფელის კონსტრუირებას რისკის მინიმიზაციის გათვალისწინებით. 
 
 
8.ბიუჯეტირება და მენეჯერული აღრიცხვა - 5 შეხვედრა 
კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან ორგანიზაციაში ხარჯების იდენტიფიცირებასა და დათვლას, პროდუქტის თვითღირებულების გამოანგარიშებას. ისწავლიან ნულოვანი წერტილის (BEP) და CVP ანალიზს. ამავე კურსის ფარგლებში მოხდება ორგანიზაციის კონტრიბუციური ფორმატის მოგება-ზარალის მოდელირება და კომპანიის სხვა და სხვა ფინანსური მაჩვენებლების (ROI, ROE დაა.შ.) ანალიზი. 
 
 
 
9.ბიუჯეტირება და ფანდრაიზინგი - 5 შეხვედრა 
კურსი მიზნად ისახავს მსმენელებისათვის იმ ინსტრუმენტების გაცნობას, რომლებიც აუცილებელია ბიუჯეტის შედგენისა და მართვისათვის. ასევე, გაეცნობიან არამომგებიანი ორგანიზაციებისათვის სხვა და სხვა არასამთავრობო თუ საერთაშორისო რგანიზაციებიდან დონორების მოძიების თავისებურებებს. 
 
 
10.პროექტის დაცვა 
განვლილი საგნების საფუძველზე მონაწილეები კურსის ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ პროექტს / ბიზნეს გეგმას. 
 
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. პროგრამის ხანგრძლივობა არის 4 თვე. ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ,  19:00 სთ-დან 22:00-მდე. სულ 170 საათი. 
პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. 
პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირების ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20  თებერვალი.  სწავლა დაიწყება 2 მარტს. 
პროგრამის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს. 
 
საკონტაქტო პირები: 
ჟანა ანთია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
ელ-ფოსტა:  zh.antia@gipa.ge
მობ: +995 595 59 23 01
 
თორნიკე კაპანაძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
 
მობ: +995 599 629 777
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა