• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

tel: (+995 32) 2 497500
mail: zh.antia@gipa.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასერტიფიკატო პროგრამა ზოგად მენეჯმენტში
დამსაქმებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
კატეგორია: ადამიანური რესურსები, ბუღალტერია/ფინანსები, მარკეტინგი, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/29
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი (2000 ლარი )
ნანახია: 1218 -ჯერ
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე. 
 
მენეჯმენტის პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მენეჯმენტის საფუძვლები, რათა ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში.
პროგრამის მიზანია მსმენელთათვის მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის გაცნობა. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მართვისთვისაა აუცილებელი. 
 
სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით. 
 
პროგრამა შედგება შემდეგი კურსებისაგან:
 
1.ორგანიზაციული მენეჯმენტი  - 8 შეხვედრა 
კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მენეჯმენტის სხვადასხვა ტიპები, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციული წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მმართველობითი პრაქტიკა; ორგანიზაციული ეფექტურობა; კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები; მონაწილეობითი მენეჯმენტი და სხვა.  
 
2.საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციები
კურსის მიზანია, შეასწალოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში. 
 
3.ადამიანური რესურსების მართვა  - 8 შეხვედრა
კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში და ჩამოუყალიბოს კომპლექსური აზროვნება ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.  კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: პერსონალის მართვის არსი, პრობლემები და მათი გადაჭრის ძირითადი გზები;  პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა; პერსონალის მოზიდვა და შერჩევა; სამუშაოს ანალიზი, აღწერა და სპეციფიკაცია; პერსონალის ტესტირება; მომუშავის და სამუშაოს შესრულების შეფასება; შრომის მოტივირება და კარიერის მართვა.
 
4.ბიზნეს მენეჯმენტი - 10 შეხვედრა
კურსი წარმოადგენს შესავალს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებში, მეთოდებში, სტრუქტურებსა და ფილოსოფიაში. მსმენელი გაეცნობა ბიზნესის ენას, ცნებებსა და გარემოს. ეს კურსი დაეხმარება მსმენელს ბიზნესის სამყაროში და მის გარშემო არსებული პრიორიტეტებისა და პრობლემების დადგენაში. კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს ბიზნეს გარემოს აღწერას და მასზე მსჯელობას, ბიზნეს იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას. კურსის განმავლობაში საუბარი იქნება ბიზნესის გარშემო არსებულ რისკებზე, მათ კლასიფიცირებაზე წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით. სტუდენტებს დაევალებათ კონკრეტული ბიზნესის მაგალითზე რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა. კურსი მოიცავს ბიზნეს ხელშეკრულებების ტიპების ანალიზს და სტუდენტები პრაქტიკაში გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის კონტრაქტებს. 
 
5.ბიზნეს გეგმა - 5 შეხვედრა
კურსი მსმენელებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ ბიზნეს გეგმის არსი და მისი როლი საქმიანობის სწორად დაგეგმვის, დაგეგმილი საქმიანობის ცხოვრებაში წარმატებულად გატარებისა და საქმიანობისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით. მსმენელები გაერკვევიან ბიზნეს გეგმის დანიშნულებასა და სტრუქტურაში, გაეცნობიან ბიზნესის ნაირსახეობებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ ბიზნეს გეგმის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოს და წარადგენენ მას საბოლოო სახით.  
 
6.ფინანსური მენეჯმენტი /ფინანსური აღრიცხვა - 5 შეხვედრა
მსმენელები გაერკვევიან ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავებენ და გააანალიზიზებენ საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტს. შეეძლებათ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის. მსმენელები შეძლებენ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიკაციას. ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარებას და კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენას.
 
7.ბრენდინგი - 8 შეხვედრა
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პრაქტიკული ბრენდინგი, რის შემდგომაც კურსდამთავრებული შეძლებს ცხოვრებაში გაატაროს ბრენდინგის ხელოვნება, იქნება ეს ახალი ბრენდის შექმნა, არსებულის რე-პოზიციონირება თუ ბრენდის განვითარების სწორი მართვის განხორციელება. კურსის სწავლების მეთოდი არის ინტერაქტიული, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვა. 
 
8.კომუნიკაციის უნარები
(ლექციებს კითხულობს ჩეხეთიდან მოწვეული ლექტორი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ლევან ზარდალიშვილი) – 4 შეხვედრა
მონაწილეები გაეცნობიან არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის არსს და მნიშვნელობას ადამიანთა ურთიერთობის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე მსმენელები შეისწავლიან სხეულის ენის გამოვლინებებს და მის საფუძველზე ადამიანის ფსიქიკიური მდგომარეობის შეფასებას, რაც საშუალებას მისცემთ განსაზღვრონ მოსაუბრეების დამოკიდებულება / განწყობა მათ მიმართ, რაც შეადგენს ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელ კომპონენტს. ტრენინგების კურსის ამ ნაწილში მონაწილეების გაეცნობიან ფსიქიკური თვითრეგულაციის შექმნის ისტორიას, თვითშთაგონებას და მისი მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებას.  
 
9 . დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი - 3 შეხვედრა 
მონაწილეები გაეცნობიან დროის დაგეგმვის და განაწილების საფუძვლებს, თვითდისციპლინის მნიშვნელობას, ხედვისა და თვითშეფასებისა და საკუთარი თავის გაგების აუცილებლობას, შეისწავლიან როგორ მართონ სტრესი.  
 
 
სწავლება წარმოებს ქართულ ენაზე. პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე. ლექციები ტარდება კვირაში ოთხჯერ, 18:30-დან. პროგრამის ღირებულება შეადგენს 2000 ლარს. 
პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.  კურსდამთავრებულებს ექნებათ საშუალება  შეღავათიანი პირობებით ჩააბარონ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე.
პროგრამაში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ საკონტაქტო პირების ელ-ფოსტაზე პირადობის მოწმობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV).
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20  თებერვალი.  სწავლა დაიწყება 2 მარტს. 
 
საკონტაქტო პირები: 
ჟანა ანთია
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
ელ-ფოსტა:  zh.antia@gipa.ge
მობ: +995 595 59 23 01
 
თორნიკე კაპანაძე
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
მმართველობის სკოლა, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7, თბილისი, 0105
ტელ: (995 32) 2 49 75 00 
 
მობ: +995 599 629 777
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა