• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
IT ტექნიკოსი
დამსაქმებელი: კოტონი
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2016/10/28
მდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1653 -ჯერ

კომპანია „კომპი შოპი“ რამოდენიმე წელია აქტიურად შემოვიდა ქართულ ბაზარზე და წარმატებით ვითარდება. ძირითადი მიმართულებაა კომპიუტერული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია, როგორც საცალო ასევე კორპორატიულ სეგმენტში. ამ დროისთვის წარმოდგენილია ქ. თბილისში მაღაზიათა ქსელით. კომპიშოპს აქვს ინტერნეტ მაღაზია www.compi.ge. ორგანიზაციის უახლოესი მიზანია კიდევ უფრო გააფართოვოს მაღაზიათა სავაჭრო ქსელი, იყოს ლიდერი აღნიშნულ სფეროში. დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას.


კომპანია "კომპი შოპი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის  თანამდებობაზე.
 

მოთხოვნები:

  • IT ტექნიკოსის თანამდებობაზე  მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • მობილურ ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება
  • რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ფლობა
  • პერსონალური კომპიუტერის (HARDWARE)-ს ცოდნა
  • Android და ios პროგრამების ცოდნა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის მაღალი დონე
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და ოპტიმიზაცია
  • კომპიუტერების პროგრამული და სისტემური დიაგნოსტიკა
  • საკაბელო და უკაბელო ქსელების დიაგნოსტიკა, შეკეთება, მონტაჟი
  • კომპიუტერების დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • მობილური ტელეფონების დიაგნოსტიკა და შეკეთება
  • სხვა მიმდინარე საკითხები


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CVთანდართული ფოტოსურათით მისამართზე  hr@compishop.ge

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „IT ტექნიკოსი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა