• https://charte.ge/

ავტორი

ფარმაცევტული სახლი +

mail: HR@pharmhouse.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: ფარმაცევტული სახლი +
კატეგორია: ადამიანური რესურსები
ბოლო ვადა: 2014/09/12
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
Microsoft Office Excel
Microsoft Office Word
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 399 -ჯერ

სააფთიაქო ქსელი “ფარმაცევტული სახლი +” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (საურველია ფსიქოლოგია);
  • ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა (საქართველოს შრომის კოდექსი;  საქართველოს კანონი "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";  საქართველოს კანონი "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი").


ძირითადი მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება, განვითარება და მისი გატარების უზრუნველყოფა;
  • ახალი კადრების მოზიდვა, შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა.
  • თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის, კარიერული განვითარების სისტემების შექმნა და დანერგვა;
  • კომპანიის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზება;
  • პერსონალის მართვის პროცესების ადმინისტრირება და კონტროლი.


ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.
წარმოსადგენი საბუთები :
• თანდართული სააპლიკაციო ფორმა (CV) ფოტოსთან ერთად;
• პირადობის მოწმობის ასლი;
• განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ და გამოაგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსთან ერთად   და საგანში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც  შემოგაქვთ საბუთები.
განაცხადებები ფოტოს გარეშე არ განიხილება!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა