• https://charte.ge/

ავტორი

ტექნიკის სახლი OK

mail: hr@okshop.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
გაყიდვების კონსულტანტი
დამსაქმებელი: ტექნიკის სახლი OK
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/11/06
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 734 -ჯერ
ტექნიკის სახლი OKAY აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
 
სამსახურის მახასიათებლები:
  • სამუშაო საათები: დღეში 8 სათი, შესვენების გამოკლებით;
  • დასვენება: კვირაში ერთი დღე
  • გამოსაცდელი ვადა: 2 თვე, ამავე ვადაში ხდება ტრენინგების და სტაჟირების გავლა; გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია, ხელზე ასაღები 250 ლარის ოდენობით; 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური კუთხით), შესაძლებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია კომპიუტერული ტექნიკის ზოგადი მახასიათებლების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • აქტიური;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
სამუშაოს მახასიათებლები:
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა; 
  • კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურების უზრუნველყოფა: კლიენტისთვის კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაცნობა, შესყიდვის პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას დახმარება, შესყიდვის შემდგომი მომსახურების შეთავაზება, საგარანტიო პირობების გაცნობა და შესაბამისი მომსახურების გაწევა, კომპანიაში არესბული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება, 
  • გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება და მომხმარებელთან დემონსტრირება;
  • გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • კომპანიაში დაგეგმილი აქციის გახორციელებაში მონაწილეობის მიღება; 
  • გაყიდული პროდუქციის აღწერა / სავალდებულო დოკუმენტების შევსება;
  • უშუალო უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
 
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თანდართული სურათით, ელექტრონულ მისამართზე  
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2014 წელი;
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზედაც აგზავნით თქვენს განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება; 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა