• https://charte.ge/

ავტორი

ოქსფორდის აკადემია

mail: info@oxfordacademy.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ზოგადი ინგლისურის კურსი
დამსაქმებელი: ოქსფორდის აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/29
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 766 -ჯერ
ზოგადი ინგლისურის კურსი
 
„ოქსფორდის აკადემია“ აცხადებს მსმენელთა მიღებას ზოგადი ინგლისურის კურსზე.
კურსი საშუალებას მისცემს მსმენელებს დაეუფლონ უცხო ენას აკადემიურ დონეზე,
 რაც გულისხმობს:
 
  • გრამატიკის საფუძვლიან შესწავლას და მის საუბარში გამოყენებას;
  • სმენის უნარების გაუმჯობესებას ინგლისურ ენაზე;
  • ინგლისურად აზროვნებას და დახვეწილ მეტყველებას;
  • ინგლისურენოვანი თემებისა და წერილების წერას.
 
სწავლების მეთოდი:
  • სწავლება მიმდინარეობს ოქსფორდის პროგრამებით; სწავლების მეთოდი ითვალისწინებს ხუთი მნიშვნელოვანი პუნქტის კომპლექსურ შესწავლას: გრამატიკას, საუბარს, აუდიო სწავლებას, წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას.
  • გრამატიკულ ნაწილს უძღვებიან ქართველი პედაგოგები, ხოლო საუბრის და მოსმენის ნაწილს - უცხოელი სპეციალისტები.
 
კურსის აღწერა:
სწავლება მიმდინარეობს საფეხურების მიხედვით, სულ 7 საფეხური.
  • მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში:  3-8 მსმენელი;
  • სწავლის ღირებულება : 
I –II საფეხურები - თვეში 90 ლარი
III-VII საფეხურები - თვეში 110 ლარი                                      
P.S. სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური 20%-ანი  ფასდაკლება.
 
 
მსმენელთა ჯგუფებში გადანაწილება ხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე. 
 
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო სტანდარტების ორენოვანი სერთიფიკატი.
 
სწავლების გრაფიკი: კვირაში 3-ჯერ;
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1-1.30 სთ.
დღეები:  ორშ. ოთხშ. პარ.  ან  სამშ. ხუთშ. შაბ.
საათები: 10:00 – დან 19:00 საათის ჩათვლით შეგიძლიათ ნებისმიერი დროის არჩევა.
 
მისაღები პროცედურები:
 
რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია დარეკვა და დროების შეთანხმება ოქსფორდის აკადემიის ადმინისტრაციასთან ან სააპლიკაციო ფორმის შევსება შემდეგ ბმულზე: http://oxfordacademy.ge/?page_id=44
 
 
„ოქსფორდის აკადემია - წარმატებული კარიერის დასაწყისი!“
 
კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: კოსტავას ქ. № 20 (ფილარმონიასთან)
ტელეფონი: (+995 32)2305930
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა