• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბუღალტერია -ბასს I-II დონე დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის
დამსაქმებელი: აი ელ სი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/28
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 727 -ჯერ
ბუღალტერია -ბასს  I-II დონე დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის
 
ენდეთ პროფესიონალებს! კუსს უძღვებიან  სერთიფიცირებული ბუღალტერ-აუდიტები
სასწავლო  ცენტრი აეილსი გთავაზობთ საბუღალტრო კურსების ფართო არჩევანს, მათვისაც რომელთაც საერთოდ  შეხება არ ქონიათ ბუღალტერიასთან  და გადაწყვიტეს ახალი პროფესიის შეძენა( ბურალტერია ისწავლება ნულიდან),  ასევე  ვისაც გავლილი აქვს ბუღალტერიის საფუძვლები (საწყისი დონე) და მოქმედი ბუღალტრებისთვის რომელთაც  სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
  • I  დონე   - ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით( ბასს)  +ორისი+საგად.  კოდექსი (ინტეგრ. კურსი)
  • I  დონე   - ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით( ბასს)  +ორისი (ინტეგრ. კურსი)
  • I  დონე   - ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით( ბასს)  
  • II  დონე  - ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)  
  • ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის
  • სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება
  • კომპიუტერული ბუღალტერია: ორისი, სუფერფინი
 
პედაგოგებად მოწვეული არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები:
I  დონის ინტეგრირებული კურსებს უძღვება  მოწვეული  პედაგოგი. რომელიც მუშაობდა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად. 20 წელი მუშაობდა: ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მთავარი ინსპექტორად და წარმოების ფინანსური კონსულტანტად; ამჟამად მუშაობს შპს „ჯ.ბ. აუდიტი“-ში ბუღალტერ-კონსულტანტების განყოფილების უფროსად.
I  დონის კურსს უძღვება  15-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, მოქმედი ბუღალტერი. 
 II  დონეს  უძღვება მოწვეული პედაგოგი. რომელიც მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურში აუდიტის დეპარტამენტში აუდიტორად. არის პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) მე-3 დონის ბუღალტერ -ტექნიკოსი; სერთიფიცირებული აუდიტორი. მუშაობს შპს „ჯ.ბ. აუდიტი“-ში აუდიტორად.
საბიუჯეტო ბუღალტერიას უძღვება მოქმედი ბუღალტერი,  წლების მანძილზე მუშაობდა ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციაში (სსიპ) მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ამჟამად მუშაობს შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე. 
  • 1 დონე -ინტეგრირებული კურსები: ბუღალტერია (ბასს) + ორისი +საგადასახადო კოდექსი
  • კურსის გავლა შესაძლებელია ფილიალში მ. დელისთან. 
 
ინტეგრირებული კურსი მოიცავს: ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;  ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება; საგადასახადო კოდექსი; საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა Oris. 
 
საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, აღნიშნული კურსის ფარგლებში საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება და  აღრიცხვას ისწავლით  კომპიუტერულ  საბუღალტრო პროგრამაში ORIS,  გაივლით საგადასახადო კოდექსის მნიშვნელოვან საკითხებს.  განხილული იქნება მრავალფეროვანი პრაქტიკული ამოცანები და სავარჯიშოები, გაეცნობით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის ფორმებს და საშუალებებს. 
 
გაკვ. ტარდება კვ. 3-ჯერ.  ხანგრძლივობა 2 სთ. მოსწავლეთა  რაოდენობა ჯგუფში 3-7. 
კურსის ხანგრძლივობა:  3 თვე  (35  გაკვეთილი,  70  სთ).   კურსის ღირებულება:  450 ლარი. 
 
2)1 დონე -ინტეგრირებული კურსები: ბუღალტერია (ბასს) + ORIS
კურსის გავლა შესაძლებელია ფილიალშებში მ. დელისთან მ.ისანთან.
საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, აღნიშნული კურსის ფარგლებში თქვენ  შეისწავლით კომპიუტერულ პროგრამას ,,Oris". გაეცნობით თეორიულ მასალას და ისწავლით  საბუღალტრო დოკუმენტების წარმოებას და  აღრიცხვას კომპიუტერულ  საბუღალტრო პროგრამაში ORIS.  კურსი მთლიანად აგებულია თეორიული მასალის პრაქტიკული ამოცანებით განმტკიცების პრინციპზე. 
ინტეგრირებულ კურსებს  უძღვება შემოსავლების სამსახურში ოცწლიანი გამოცდილების მქონე მოქმედი ბუღალტერი, რომელიც ამჟამად მუშაობს აუდიტორულ კომპანიაში ბუღალტერ-კონსულტანტების განყოფილების უფროსად.
გაკვ. ტარდება კვ. 3-ჯერ.  ხანგრძლივობა 2 სთ. მოსწავლეთა  რაოდენობა ჯგუფში 3-7. 
კურსის ხანგრძლივობა:  2,5 თვე  (28 გაკვეთილი,  56  სთ).    კურსის ღირებულება:  320 ლარი. 
 
3)1 დონე - ბუღალტერის საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)
კურსის გავლა შესაძლებელია ფილიალში მ. ისანთან 
 
ისწავლება ბუღალტერია  ნულიდან. ვიწვევთ ყველას, ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან ან გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა. საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, თეორიასთან ერთად ისწავლება საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით.  ზედმიწევნით შეისწავლება ფინანსური ანგარიშგებებისა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადებისა და შესაბამის ორგანოში წარდგენის ყველა ნიუანსი. 
კურსს უძღვება დიპლომირებული სპეციალისტი,  მოქმედი ბურალტერი,  რომელსაც აქვს ბუღალტერიის სწავლების ხანგრძლივი გამოცდილება. 
გაკვ. ტარდება კვ. 3-ჯერ.  ხანგრძლივობა 2 სთ. მოსწავლეთა  რაოდენობა ჯგუფში 3-7. 
კურსის ხანგრძლივობა:  2 თვე (24 გაკვეთილი,  48 სთ).    კურსის ღირებულება:  200 ლარი. 
 
4)II  დონე  -ფინანსური აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)
კურსის გავლა შესაძლებელია ფილიალში მ. დელისთან. 
 
კურსის გავლა შეუძლიათ მოქმედ ბუღალტრებს ან პირებს, რომელთაც უკვე გავლილი აქვს ბუღალტერიის საფუძვლები და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება. 
სასწავლო პროგრამა მოიცავს თეორიულ მასალას, საბუღალტრო დოკუმენტების წარმოებისა და აღრიცხვის მაგალითებს, პრაქტიკული ამოცანებსა და სავარჯიშოებს,  საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებს.  საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების აღრიცხვა-წარმოების შესწავლა მიმდინარეობს ახალი საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით.
ფასს უძღვება ახალგაზრდა  სერტიფიცირებული აუდიტორი, რომელიც მუშაობდა შემოსავლების სამსახური აუდიტის დეპარტამენტში, ამჟამად მუშაობს  აუდიტორულ ფირმაში; 
გაკვ. ტარდება კვ. 3-ჯერ.  ხანგრძლივობა 2 სთ. მოსწავლეთა  რაოდენობა ჯგუფში 3-7. 
კურსის ხანგრძლივობა:  20  გაკვეთილი. კურსის ღირებულება:  450 ლარი. 
 
5)ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის
 
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ან აპირებს მუშაობის დაწყებას საბიუჯეტო ორგანიზაციებში. საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან.
 
 სასწავლო კურსი მოიცავს:  ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებანი; საბიუჯეტო-სააღრიცხვო პროცედურების მიმოხილვა; ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები; სახელმწიფო ხაზინიდან გადახდების განხორციელების წესები;  სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება  და სხვ.
საბიუჯეტო ბუღალტერიისა და სახ. შესყიდვების კურსი მიყავს  მოქმედ  ბუღალტერს, რომელმაც წლების მანძილზე მუშაობდა ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციაში (სსიპ) მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, ამჟამად მუშაობს შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
გაკვ. ტარდება კვ. 3-ჯერ.  ხანგრძლივობა 1,5 სთ. მოსწავლეთა  რაოდენობა ჯგუფში 3-7. 
კურსის ხანგრძლივობა:  2 თვე  (20 გაკვეთილი,  30  სთ).    კურსის ღირებულება:  300 ლარი. 
6)  სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება
კურსი განკუთვნილია იურისტებისა და ეკონომისტებისთვის, ასევე ბუღალტრებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ამზადებენ დოკუმენტაციას და  კოორდინაციას უწევენ  სატენდერო პროცედურებს. 
 
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: სახელმწიფო შესყიდვების მოქმდების სფერო; შესყიდვების დაგეგმვა; გამარტივებული შესყიდვები;  ტენდერი; ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვები; ელექტრონული ტენდერები; სატენდერო მოსაკრებელი და საფასური.
 
გაკვ. ტარდება კვ. 3-ჯერ.  ხანგრძლივობა 1,5 სთ. მოსწავლეთა  რაოდენობა ჯგუფში 3-4. 
კურსის ხანგრძლივობა:  2 კვირა  (6  გაკვ.,  9  სთ).   კურსის ღირებულება:  100 ლარი (ჯგ). 150 ლარი (ინდ)
 
7)კომპიუტერული ბუღალტერია:
ORIS  კურსი არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის: 12 გაკვ. 120 ლარი (წყ/ინდ).
ORIS  კურსი საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის: 8  გაკვ. 120 ლარი (წყ/ინდ.).
სუპერფინი-ს კურსი არასაბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის:  10 გაკვ. 100 ლარი (წყ/ინდ).
 
მობრძანდით აიელსში!   კმაყოფილი დარჩებით!  ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანი გარემო.  პროფესიონალიზმი-პასუხისმგებლობა,  მაღალი შედეგის   გარანტიას  იძლევა.  დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება! 
 
მისამართი: ნ ავთლუღის ქ. 3 -მ.ისნის მოპირდაპირე მხარე.ბანკი რესპუბლიკას გვერდით (შემოსასვლელი ეზოდან) ან  მ.დელისი, ვაჟაფშაველას 45, ტ/კ რუსთავი 2-ის ყოფილი შენობა, III სართული, 309 ოთახი. 
 
მ.დელისთან ტარდება მხოლოდ ლექციები, სასწავლო კურსზე დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ სათაო ოფისში (მ.ისანთან) ან დაგვიკავშირდით:
(+995 32)2273601, (+995 32)2776206,(+995 595) 424989. ფოსტა: ilcposta@gmail.com
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა