• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სამედიცინო პროცესების აუდიტორი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები,
ბოლო ვადა: 2014/11/03
მდებარეობა: ზუგდიდი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ქართული
რუსული
ინგლისური
ნანახია: 499 -ჯერ

“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  სამედიცინო პროცესების აუდიტორის  ვაკანსიას თბილისში

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 10 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

განსაკუთრებული მინიშნება: სამუშაოს შესრულებისათვის სავალდებულოა მივლინებების განხორციელება რეგიონებში

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯგუფში შემავალი კლინიკების ბიზნეს პროცეს(ებ)ის აუდიტი:
  • შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
  • შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
  • შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;
  • პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კონტროლის მექანიზმების ტესტირებაში მონაწილეობა;
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
  • აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ(ებ)თან;
  • შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
  • გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სავალდებულოა სამედიცინო სფეროში;
  • სავალდებულოა სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკის სფეროში მონიტორინგის სამსახურის ან აუდიტის მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია სადაზღვეო სფეროში მუშაობის გამოცდილება სამედიცინო შემთხვევების ანალიზის მიმართულებით;
  • სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel,  PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;


სასურველი ცოდნა/კომპეტენციები:

  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
  • საქართველოს კანონი დაზღვევის შესახებ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
  • საქართველოს კანონი უკანონო შემასავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ;
  •  საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  •  საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპების, ძირიათადი სადაზღვევო პროცესების, პროდუქტების ცოდნა;
  • ჯანდაცვის სფეროს კანონმდებლობის და ჯანდაცვის პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა (სასურველია);
  • ფინანსური ანგარიშგების სერთაშორისო სტანდარტები;
  • კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
  • პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი;

        
დამატებითი მოთხოვნები:

  • ობიექტურობა;
  • პატიოსნება;
  • პრინციპულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის განაწილების/მართვის უნარი
  • მოწესრიგებულობა და დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა.


დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე.სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „სამედიცინო პროცესების აუდიტორი“

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 03 ნოემბერი, 2014

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა