• https://charte.ge/

ავტორი

ბაფი ბიზნეს აკადემია

mail: bafilc@auditgeo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასწავლო კურსი - საქართველოს საგადასახადო კოდექსი
დამსაქმებელი: ბაფი ბიზნეს აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/24
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (530 ლარი )
ნანახია: 1322 -ჯერ
სასწავლო კურსი -  საქართველოს საგადასახადო კოდექსი.
 
ოპტიმალური სასწავლო პროგრამა, სწავლის რეალური პერიოდი სასურველი შედეგისათვის, მისაღები ფასები, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ტრენერები, დასაქმების შესაძლებლობა.
სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია დამწყები ბიზნესმენებისათვის, ბუღალტრებისათვის, დამწყები აუდიტორებისათვის, მენეჯერებისათვის, სტუდენტებისათვის, აგრეთვე სხვა პირებისათვის - მათთვის, ვისაც სურს რეალურად შეისწავლოს საგადასახადო კანონმდებლობა.
 
კურსის მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს დეტალურად შეასწავლოს საქართველოს საგადასახადო  კანონმდებლობა და პროცედურები - კურსი მთლიანად მიმოიხილავს საგადასახადო კოდექსს. იგი ორიენტირებულია დააკმაყოფილოს მსმენელის საშუალო დონის საკვალიფიკაციო მოთხოვნა  - მიიღოს და აითვისოს შესაბამისი თეორიული  და პრაქტიკული ცოდნა. 
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს: საგადასახადო რისკებისა და ნორმების სწორ შეფასებას და გამოყენებას თავის საქმიანობაში, საკუთარი ბიზნესის რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის ყველაზე სასურველი ფორმის შერჩევას; საგადასახადო დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოებას.
 
სწავლების სრუქტურა: სწავლების დაწყებამდე ტესტირების საშუალებით დგინდება კომპეტენციები და შესაბამისად ზუსტდება სასწავლო გეგმის ინდიკატორები, სწავლების მიზნები, სასწავლო და დროითი რესურსების სტრუქტურა, სამიზნე ჯგუფის ტიპი და პრერეკვიზიტები. შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულია დეტალური შეფასება (ტესტირებები, კაზუსების ამოხსნა) და შესაბამისად მსმენელის  მიერ მიღებული ცოდნის დონისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება. 
 
სწავლების მეთოდი: სწავლების მეთოდებისა და შეფასების ჩვენს მიერ გამოყენებული სისტემა უნიკალურია - ის არ გამოიყენება საქართველოში მოქმედი ამ პროფილის არც ერთი სასწავლო სუბიექტის მიერ, გარანტირებულად უზრუნველყოფს სწავლების შედეგს, იძლევა მაქსიმალურ ინფორმაციას მსმენელის შესაძლებლობებზე და შესაბამისად წარმოადგენს ჩვენს ერთ - ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას.
კურსის ღირებულება:  530 ლარი
 
ტრენინგს ჩაატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტი - ირაკლი კიზირია.
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 
ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 53 საათს.  ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორ დღეს - ოთხშაბათს 18.30 სთ - დან 21.30 სთ - მდე. შაბათს  - 15.00 საათიდან  - 19.00 საათამდე.
 
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემაჯამებელი გამოცდა და მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
შენიშვნა: სასწავლო კურსის 53 საათზე ნაკლები ხანგრძლივობა სრულიად არაეფექტურია - არ დაკარგოთ დრო და ფინანსები.
 
საკონტაქტო ინფორმაცია: 
თბილისი, საბურთალო, სულხან ცინცაძის 12, 
აქსის პალასის ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული,
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BAFI AUDIT SERVISE - ს 
ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრი (BAFI BUSINESS ACADEMY LTD).
 
 
საკონტაქტო პირი: ლანა ბარბაქაძე - ტელ 598610342
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი (იხ. ლინკი): 
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა