• https://charte.ge/

ავტორი

ბაფი ბიზნეს აკადემია

mail: bafilc@auditgeo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი დამწყებთათვის
დამსაქმებელი: ბაფი ბიზნეს აკადემია
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/24
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (800 ლარი )
ნანახია: 1470 -ჯერ
ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკული კურსი დამწყებთათვის
 
კურსის მიზანი და შედეგი:
ბუღალტრული აღრიცხვის სწავლების ინტენსიური და კომპლექსური კურსი მიზნად ისახავს დამწყები ბუღალტრების რეალურად მომზადებას. 
 
სასწავლო პროგრამა სამთვიანია და მოიცავს ორ მოდულს: ბუღალტრულ აღრიცხვას და საგადასახადო კანონმდებლობის მიმოხილვას.
 
სასწავლო პროგრამის მიზანია, კურსის მსმენელებს რეალურად მისცეს ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ კურსის მსმენელები დამოუკიდებლად შეძლებენ ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების დამუშავებას და აღრიცხვას. ასევე, ბუღალტრული ბალანსისა და საგადასახადო დეკლარაციების სწორად შედგენას.  
სასწავლო ცენტრი დაინტერესებულია მსმენელების პროფესიული განვითარებითა და კარიერულ წინსვლით (იხ. ლინკიhttp://auditgeo.com/index.php?m=207). წარჩინებული მსმენელები სტაჟირებას გაივლიან აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია ,,BAFI AUDIT CERVISE” - ში ან პარტნიორ აუდიტორულ და სხვა კომპანიებში, სადაც შესაბამისი წარმატებისა და სათანადო უნარების  ათვისების შემთხვევაში მოიპოვებენ ბუღალტრის პოზიციაზე დასაქმებისა და შემდგომი კარიერული წინსვლის რეალურ შანსს.
 
პროგრამა მოიცავს შემდეგ თემატიკას:
  • ბუღალტრული აღრიცხვა – ბიზნესის ენა;
  • ფინანსური ანგარიშგება;
  • ბუღალტრული  ბალანსი  და  მოგებისა  და ზარალის  ანგარიშგება;
  • ბუღალტრული ანგარიშები და ორმაგი ჩაწერა;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი მოთხოვნების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
  • სავაჭრო საწარმოები და სავაჭრო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებანი სამრეწველო საწარმოებში;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური  აქტივები;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა შპს - ში;
  • მაკორექტირებელი გატარებები; 
  • სააღრიცხვო ციკლის დასრულება - დამასრულებელი გატარებების არსი და სახეები;
  • დროებითი ანგარიშების განულების შემდგომი საცდელი ბალანსი;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
კურსის ღირებულება: 800 ლარი - საფასურში შედის მსმენელების მასალებით უზრუნველყოფა.
ტრენინგს ჩაატარებს  უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები - ირმა ვარდანაშვილი და ირაკლი კიზირია 
 
ტრენინგის ხანგრძლივობა: 
ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა შეადგენს 72 საათს.  ტრენინგი ჩატარდება კვირაში ორჯერ პარასკევს - 18:30 საათიდან - 21:30 საათამდე. შაბათს - 10.00 საათიდან 14.00 საათამდე.
   
კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი, (სასერთიფიკატო) გამოცდები. შედეგების მიხედვით მსმენელებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატი.
 
საკონტაქტო ინფორმაცია: 
თბილისი, საბურთალო, სულხან ცინცაძის 12, 
აქსის პალასის ბიზნეს ცენტრი, მე-4 სართული,
აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BAFI AUDIT SERVISE - ს 
ფინანსური მართვის სასწავლო ცენტრი (BAFI BUSINESS ACADEMY LTD).
 
 
საკონტაქტო პირი: ლანა ბარბაქაძე - ტელ: 598610342
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადი (იხ. ლინკი): 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა