• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ტრენერი ქუთაისში
დამსაქმებელი: მინიმარტს
კატეგორია: ადამიანური რესურსები,
ბოლო ვადა: 2014/11/07
მდებარეობა: ქუთაისი
განათლება ბაკალავრი
მიმაგრებული ფაილები: Attachment_(4)2.doc

ნანახია: 889 -ჯერ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ტრენერის თანამდებობაზე ქუთაისში, კომპანიის სათაო ოფისში.
 
"კრისტალი" წარმოადგენს ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მიკრო სესხების გაცემის გზით ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. "კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 40 000 - ზე მეტ კლიენტურას და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 26 ფილიალის მეშვეობით. 
სტაბილურ და მზარდ ხელფასთან ერთად ორგანიზაცია თავის თანამშრომლებს უზრუნველყოფს დამატებითი პრემიალური ანაზღაურებით, კარგი სამუშაო პირობებით, სხვადასხვა სასწავლო გასვლითი ტრენინგებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, კარიერული ზრდის პერსპექტივით და ა.შ.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • პერსონალის განვითარების ერთიანი სტრატეგიის, პოლიტიკის და შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
  • ადამიანური რესურსების განვითარების სტატეგიული გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამების შედგენა, ამ სფეროში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის რეალიზება;
  • ახალი თანამშრომლების მიერ პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • პერიოდულად ადამიანური რესურსების პროფესიული დონის შესაბამისობის დადგენა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების პროფესიულ-კვალიფიციურ მოთხოვნებსა და თანამდებობრივ ვალდებულებებთან;
  • კომპანიის თანამშრომლების სამუშაო აღწერილობებისა და თანამშრომელთა შეფასებების საფუძველზე პერსონალის ძირითადი კომპეტენციების განსაზღვრა, კომპანიის კომპეტენციათა რუკის შედგენა;
  • თანამშრომელთა შეფასებების საფუძველზე პერსონალის კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა კომპანიის მოთხოვნებთან და მის საფუძველზე პერსონალის განვითარების პროცესის ორგანიზება;
  • პერსონალის განვითარების საჭიროების განსაზღვრა, შესაბამისი მეთოდების შერჩევა, შესაბამისი მოდულების შედგენა და მართვა;
  • განვითარების კუთხით აუთსორს კომაპნიების და ტრენერების მოძიება, მოზიდვა, თანამშრომლობა;
  • ეფექტური ტრენინგის დაგეგმარება, პროცესის მართვა, მონიტორინგი, ორგანიზება.
  • განხორციელებული საქმიანობის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშგება.
 
 
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის განსაკუთრებული უნარები, ლიდერობის უნარი;
  • სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი, ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები;
  • განსაკუთრებული ურთიერთპიროვნული უნარები და ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდის აქტიური წევრობა, ზომიერად თვითდაჯერებული;
  • შემოქმედებითი, შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული.
 
დაინტერესებულ პირებს 2014 წლის 7 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ  ელექტრონულ მისამართზე  (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა