• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მარკეტოლოგი
დამსაქმებელი: კოტონი
კატეგორია: მარკეტინგი,
ბოლო ვადა: 2014/11/22
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 691 -ჯერ
კომპანია „კომპი შოპი“ რამოდენიმე წელია აქტიურად შემოვიდა ქართულ ბაზარზე და წარმატებით ვითარდება. ძირითადი მიმართულებაა კომპიუტერული ტექნიკა და მასთან დაკავშირებული აქსესუარების იმპორტი და რეალიზაცია. ამ დროისთვის წარმოდგენილია ქ. თბილისში ოთხი მაღაზიით და სათაო ოფისით. ორგანიზაციის უახლოესი მიზანია კიდევ უფრო გააფართოვოს მაღაზიათა სავაჭრო ქსელი, იყოს ლიდერი აღნიშნულ სფეროში. დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას.
 
კომპანია "კომპი შოპი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტოლოგის თანამდებობაზე
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით (სასურველია)
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office Adobe Photoshop, Illustrator, Corel Draw.
ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა, დაგეგმვა, განხორციელება
  • გაყიდვების ზრდის ხერხების დანერგვა განხორციელება
  • სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული და პიარ ღონისძიებების ორგანიზება
  • სარეკლამო მასალების მომზადება და განაწილება
  •  სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა - სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების დამუშავება
  • ფირმის ოფიციალური ვებ-გვერდის სტრუქტურის და შინაარსის მართვა
  • Facebook-ის გვერდის ადმინისტრირება 
  • ქსელში გამოყებული სარეკლამო მასალების (ნებისმიერი) ხარისხის კონტროლი, გაუმჯობესება განვითარებაზე ორიენტაცია
  • საპრეზენტაციო მასალების და სხვადასხვა სახის ოფერების მომზადება
ვაკანსიით დაინტრესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ სტრატეგია თუ როგორ ფიქრობენ, განავითარონ კომპანიის მარკეტინგული მიმართულება, ასევე, უნდა წარმოადგინონ კონკრეტული ღონისძიებები პროდუქტის განთავსების და გაყიდვების ზრდისათვის.
 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ განაცხადი ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე  გთხოვთ წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მარკეტოლოგი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა