• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს ფოსტა

mail: vacancy@gpost.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
პროგრამისტი
დამსაქმებელი: საქართველოს ფოსტა
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები,
ბოლო ვადა: 2014/11/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 912 -ჯერ
შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის თანამდებობაზე.
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და მხარდაჭერა;
  • პროგრამულ უზრუნველყოფაში შეტანილი ცვლილებების აღწერა და მისი ტესტირების უზრუნველყოფა;
  • ახალი პროგრამული მოდულების შექმნა და არსებული პროგრამული მოდულების მხარდაჭერა;
  • ბიზნეს მოთხოვნების ანალიზის და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვისათვის  მოთხოვნების და სპეციფიკაციების შესწავლა;
  • კომპანიაში სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პროგრამული გადაწყვეტილებების შემუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
  • Microsoft .NET-თანმუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
  • ვებ სერვისების შექმნისა და გამოყენების გამოცდილება;
  • WCF-თან მუშაობის გამოცდილება;
  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Transact/PL -SQL -ის ცოდნა;
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენებთან მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე.
 
უნარ–ჩვევები:
  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული.
 
კანდიდატთაშერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრება.
 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან(CV) ერთად  ელ. ფოსტის მისამართზე
 
  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.
 
სამუშაო ადგილი - თბილისი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 30.11.2014
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა