• https://charte.ge/

ავტორი

ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ბიზნეს ცენტრის მენეჯერი
დამსაქმებელი: ჯორჯიან ფეიფერ ფროდაქშენ
კატეგორია: ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი,
ბოლო ვადა: 2016/09/24
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1218 -ჯერ

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის  უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბიზნეს ცენტრის მუშაობის დაგეგმვა;
  • მიმდინარე სამუშაოების კოორდინაცია და კონტროლი;
  • ზონებზე მიღებული  და რეალიზებული  წყლისაღრიცხვა; დანაკარგების შემცირება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ახალი აბონენტების მოძიება და მათი წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების მოწყობის და შეჭრითი სამუშაოების კონტროლი;
  • ქსელის რეჟიმების მუდმივი კონტროლი;
  • მაღალი რისკის ზონების იდენტიფიცირება  და სათანადო ღონისძიებების დაგეგვა;
  • საავარიო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების განსაზღვრა, კოორდინირება და ხარისხის კონტროლი.
  • აქტივების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, მოვლა-პატრონობა; 
  • დარიცხვების და შესაბამისი ფულადი სახსრების გადახდების მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
  • წყლის დატაცების ფაქტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა;
  • ბიზნეს ცენტრის განვითარების გეგმის შემუშავება; 
  • ბიზნეს ცენტრის საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დისციპლინა ზედამოტივაციაზე ზრუნვა;
  • შემოსული განცხადებების/საჩივრებისგანხილვა, ანალიზი და სათანადო რეაგირება;

 

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •          უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  •          მინიმუმ 5 წლის სამუშო გამოცდილება;
  •          დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვის მინიმუმ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
  •          საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  •          ინგლისური და/ან რუსული ენების კარგად ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  •          მართვის კარგად განვითარებული უნარი;
  •          სწორი კომუნიკაციის უნარი;
  •          რამდენიმე საკითხზე პარალელური მუშაობის უნარი;
  •          შედეგზეორიენტირებულობა;
  •          სტრესულ პირობებში მუშაობის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge  არა უგვიანეს 2016  წლის  24 სექტემბრისა  (18:00 საათი)

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა