• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
კონსულტანტი ბათუმში
დამსაქმებელი: მოკასინი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2016/09/25
მდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1562 -ჯერ

ევროპული ფეხსაცმლის მაღაზია „მოკასინი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე, ახალ ფილიალში, ბათუმში სავაჭრო ცენტრ „City Mall”-ში . 

„მოკასინი“ თავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ნატურალური ტყავის, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელს იტალია, ესპანეთსა და პორტუგალიიდან.

 

იხილეთ მეტი მოკასინზე: https://www.facebook.com/MoccasinBatumi/ 

 

მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა მომსახურების სტანდარტების დაცვით და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა
  • თაროებზე პროდუქციის მოწესრიგებულ მდგომარეობაში ქონა
  • მომხმარებლის პერიოდული გამოკითხვა მათი მოთხოვნებისა და პროდუქციისადმი დამოკიდებულებების შესასწავლად
  • მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
  • ხარვეზების შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, კოსმეტიკის ან აქსესუარების სფერო)
  • სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა (ინგლისური და რუსული)
  • მოწესრიგებულობა
  • თავაზიანობა
  • პუნქტუალობა
  • მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა
  • ხარისხიან მომსახურეობაზე და გაყიდვებზე ფოკუსირება

 

სამუშაო პირობები:

  • კვირაში 6 სამუშაო დღე
  • ანაზღაურება: თვიური ხელფასი + % რეალიზაციიდან.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: mymoccasin@gmail.com  

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2016 წ.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა