• https://charte.ge/

ავტორი

აი ელ სი

tel: (+032) 2 27 36 01;(+995) 595 42 49 89
mail: ilcposta@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ერთ წლიანი პარქტიკული და თეორიული პროფესიული კურსები: ბუღალტერია; კომპიუტერული პროგრამები; საოფისე საქმის წარმოება
დამსაქმებელი: აი ელ სი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2017/03/24
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური უფასო
ნანახია: 4768 -ჯერ

 

1-წლიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსები;

ბუღალტრიის,კომპიუტერული პროგრამების,საოფისე საქმის წარმოების(მომავალი ოფისმენეჯერებისთვის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებისთვის,
PR და HR სამსახურების თანამშრომლებისთვის)

 

ბუღალტრიის 1-წლიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსები;

- კურსის ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი
- კურსის ღირებულება:1480 ლარი. 
ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.


საბუღალტრო აღრიცხვა ისწავლება ნულიდან, საერთაშორისო სტანდარტებით, ბუღალტრის პროფესიის დასაუფლებლად ვიწვევთ ყველას: 

·  ვისაც საერთოდ შეხება არ ჰქონია ბუღალტერიასთან

·  მათ ვინც გადაწყვიტა პროფესიის შეცვლა

·  მოქმედ ბუღალტრებს, ვისაც სურს კვალიფიკაციის ამაღლება

·  ეკონომისტებს

·  მომავალ ფინანსურ მენეჯერებს

·  შესაბამისი სფეროთი დაინტერესებულ სხვა პირებს.

 

ბუღალტრული აღრიცხვა(ბას),ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტები(ფასს),ლექტორად მოწვეულია ნაზი გვარამია,ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,ასოცირებული პროფესორი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალისტი,ყველა მისი სამეცნიერო შრომა ეხება, ფინანსურ აღრივხვასა და აუდიტს.ნაზი გვარამიას გააჩნია,უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და ავტორიტეტი

 

კურსის ფარგლებში ისწავლება: 

 

ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს)

 

ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს)

 

საგადასახადო კოდექსი

 

დეკლარაციების შევსების ტექნიკა

 

ორისი/სუპერფინი

 

გაძლიერებული ექსელი

 

კურსის მიზანია ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების შესწავლის საფუძველზე სტუდენტს მისცეს ცოდნა საგადასახადო კოდექსში, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებში, ტექნიკასა და ტექნოლოგიებში.

 

ამ კურსის ფარგლებში სტუდენტი:

·  ისწავლის ბუღალტრულ აღრიცხვას და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ბასს, ფასს) მოთხოვნათა შესაბამისაად. გაკვეთილებზე თეორიული მასალის ათვისება ხდება მრაფალფეროვანი პრაქტიკული მაგალითებით. სასწავლო პრაქტიკის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ლექციის პროცესში გადმოცემული ცოდნის გამყარებაში და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავებაში;

·  საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო კოდექსს და კარგად გაერკვევა კოდექსის ცალკეული მუხლის ყველა ნიუანსში. პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლოს ყველა მუხლის მოქმედების არეალს, საგადასახადო საკითხებში მიიღებს კვალიფიციურ ცოდნას კვალიფიციურ სპეციალისტისგან, მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, შეიძენენს თეორიულ ცოდნას და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევს. ჩვენი მიზანია თემით გათვალისწინებული საკითხების მსმენელისათვის სრულყოფილად და ამომწურავად მიწოდება;

·  საფუძვლიანად შეისწავლის საგადასახადო დეკლარაციების შევსების ტექნიკას: საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია, აქციზი, მოგების გადასახადის დეკლარაცია, ქონების გადასახადის დეკლარაცია, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), განაცემთა შესახებ ინფორმაცია, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შევსება;

·  ისწავლის საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვას ორის-ის პროგრამაში: ქმნით ვირტუალურ კომპანიას და აწარმოებთ საბუღალტრო აღრიცხვებს პროგრამულად. მრავალფეროვანი სავარჯიშოების მაგალითზე გაიმდიდრებთ ბუღალტრისთვის აუცილებელ პროფესიული უნარ-ჩვევებს, მიიღებთ ცოდნას და შეძლებთ, მოაწესრიგოთ საკუთარი კომპანიის დოკუმენტაცია დროის დაკარგვის გარეშე;

·  ისწავლის მონაცემთა ბაზის შექმნას და დამუშავებას ექსელში. გაეცნობით მათემატიკურ, სტატისტიკურ, ფინანსურ, ძებნის, დახარისხების, გაფილტვრის და მონაცემთა დამუშავების სხვა ფუნქციებს; ისწავლით შემაჯამებელი ცხრილების მართვას, ჰიპერკავშირებს და სხვა;


პრაქტიკული თრენინგ კურსი ინტერაქტიული ფორმატისაა, კითხვა-პასუხის რეჟიმში ხდება თქვენთვის ყველა გაუგებარი საკითხის დეტალური განხილვა, ამოცანებისა და სავარჯიშოების დახმარებით მასალის ათვისების შემოწმება. 

სწავლის განმავლობაში ტარდება შუალედური ტესტირებები, ბოლოს შემაჯამებელი ტესტირება. 

სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

მ.ისანი, ( ისნის  გამგეობასთან ახალ აშენებულ  12 სართულიან  საათიან შენობაში,)   ჰოლბრუკის ქუჩა N1,  II სად.  IV სართ., მ.დელისი, ვაჟა ფშაველას  ქ. 45. ბიზნესცენტრი.  დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227-36-01, 277-62-06, 595-42-49-89.  www.ILC.ge,   ilcposta@gmail.com

 

 

 

საოფისე  საქმის  წარმოების

ერთწლიანი პრაქტიკული და თეორიული პროფესიული კურსი

მომავალი ოფისმენეჯერებისთვის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებისთვის,
PR და HR სამსახურების თანამშრომლებისთვის

სასწავლო კურსი ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური თანამშრომელი აღჭურვილი შესაბამისი ცოდნითა და ეფექტური საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით. ვიწვევთ მომავალ

·  ოფისმენეჯერებს

·  ადმინისრაციულ ასისტენტებს

·  ფეისბუქ-გვერდის რედაქტორებს

·  ასევე პიარისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის თანამშრომლებს

·  ნებისმიერ მსურველს, დასაქმებულებს და სამსახურის მაძიებლებს, რომელთაც სურთ აიმაღლონ კვალიფიკაცია საქმისწარმოების სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
სასწავლო პროგრამის გავლის შემდეგ შეიძენთ ყველა საჭირო ცოდნასა და პროფესიულ უნარ-ჩვევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ კონკურენტუნარიანი კადრი შრომით ბაზარზე, რაც წარმატებული დასაქმებისა და სასურველი სამუშაოს პოვნის გარანტიაა. 

კურსის განმავლობაში პრაქტიკული ნაწილის პარალელურად მსმენელთა 2-3 კაციანი ჯგუფები გაივლიან თეორიას. ორივე მიმართულებას უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური ტრეინერები.

კურსიშედგება 3 მოდულისგანს:

I  მოდული: 
კომპიუტერი თანამედროვე ოფისში

II მოდული: 
ოფისმენეჯერი თანამედროვე ოფისში

III  მოდული:
უცხო ენა (არჩევით)

საოფისე პროგრამები (ვინდოუსი, ვორდი, ექსელი, პოვერპოინტი, აუთლუქი, ინტერნეტი, მეილი); გრაფიკული პროგრამები (ფოტოშოპი, ქორელი); ვებ-დიზაინი (HTML-ის გამოყენება)

ოფისის მენეჯმენტის არსი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რუსული, ინგლისური, იტალიური, თურქული, გერმანული, ესპანური.

 

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით აირჩიოთ 3დე-მაქსის კურსი და ქართული მართლწერა.

პრაქტიკული ნაწილის განმავლობაში ისწავლით კომპიუტერული პროგრამების ეფექტურ გამოყენებს: 

  •   გაეცნობით და შეძლებთ თავად შექმნათ შიდა მოხმარებისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის საჭირო დოკუმენტაციის და საილუსტრაციო მასალის ექსკლუზიური დიზაინი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით (კომპანიის საიმიჯო ბლანკი, ინვოისი, სამივლინებო და ანგარიშგების ფორმები, ბრძანება, მისალოცი ბარათი, საპრეზენტაციო მასალები, აქციებისა და დაგეგმილი პროექტების ეფექტური ვიზუალიზაცია და ა. შ.)

·  შექმნით ეფექტურ ილუსტრაციებს ფასდაკლებების, აქციების, ახალი პროექტების შესახებ, დაამუშავებთ ფოტოების გრაფიკულ პროგრამებში (ქორელი, ფოტოშოპი) და განათავსებთ ფეისბუქ-გვერდზე

·  მოამზადებთ ეფექტურ პრეზენტაციებს პოვერპოინტში

·  გაამდიდრებთ საპუბლიკაციო მასალებს გრაფიკებითა და სხვა თვალსაჩინოებით

·  შექმნით ადვილად მოხმარებად ფუნქციონალურ ბაზებს ექსელში

·  ისწავლით მეილების დაჯგუფებას სამიზნე ჯგუფების მიხედვით აუთლუქში, ისწავლით ელექტრონულ კალენდრის გამოყენებას დღის დასაგეგმად

·  შეძლებთ ვებ-გვერდის, ფეისბუქ-გვერდის რედაქტირებას და მართვას

 

ამ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გარდა მიიღებთ თეორიულ ცოდნას: 

 

  •   გაეცნობით ადმინისტრაციული ასისტენტის, ოფის-მენეჯერის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს.

·  ისწავლით მოლაპარაკების მენეჯმენტს

·  დაეუფლებით სატელეფონო საუბრის ეტიკეტს

·  გაეცნობით ბიზნეს კომუნიკაციის ფორმებსა და საშუალებებს (შეხვედრების ორგანიზება, კომუნიკაციის ეტაპები, კონფლიქტების მართვა)

·  შეძლებთ სამუშაოს ეფექტური დაგეგმვას და შესრულებაზე კონტროლს

·  შეისწავლით დოკუმენტ-ბრუნვის ორგანიზების წესებს და საშუალებებს

·  ისწავლით საკადრო დოკუმენტების წარმოებას - თანამშრომელთა პირად საქმეებთან, ხელშეკრულებებთან მუშაობას (HR მენეჯმენტი)

 

სწავლების პრინციპები: სწავლება ინტერაქტიული ფორმატისაა, უზრუნველყოფილია თითოეული მსმენლის აქტიური ჩართულობა ტრენინგის პროცესში. ყოველ შეხვედრაზე მსმენელს გადაეცემა ლექციის შესაბამისი სასწავლო მასალები („ჰენდაუტები“); ტრენინგის მსმენელი მოისმენს და ნახავს ლექციის შესაბამის პრეზენტაციებსა და ვიდეო რგოლებს; შეხვედრის მონაწილეებს შორის განხილული იქნება ქართული და განვითარებულიქვეყნებისსხვადასხვაპრაქტიკულიბიზნეს-კეისები.
კურსისხანგრძლივობა: ერთისასწავლოწელი 
კურსის ღირებულება: 1530 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით, გადანაწილება მოხდებაშეთანხმებით.
სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.

მ.ისანი, ( ისნის  გამგეობასთან ახალ აშენებულ  12 სართულიან  საათიან შენობაში,)   ჰოლბრუკის ქუჩა N1,  II სად.  IV სართ., მ.დელისი, ვაჟა ფშაველას  ქ. 45. ბიზნესცენტრი.  დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227-36-01, 277-62-06, 595-42-49-89.   www.ILC.ge,   ilcposta@gmail.com

 

 

 

 

კომპიუტერული პროგრამების  შემსწავლელი1- 6 თვიანი/1-წლიანი პროფესიონალური კურსი


კომპიუტერული ტექნოლოგიების გარეშე თანამედროვე ოფისის თანამშრომელს გაუჭირდება სრულყოფილად და პროფესიონალურად გაუმკლავდეს დაკისრებულ ვალდებულებებს. აიელსი გთავაზობთ 6-თვიან და 1-წლიან კომპიუტერულ კურსებს. 

კურსები მოიცავს როგორც საოფისე პროგრამებს, ასევე სადიზაინერო და ვებ-დიზაინის მიმართულებებს. 

კურსის ფარგლებში ისწავლება: 

 

საოფისე პროგრამები: გაძლიერებული MS Windows, MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Ms Outlook, Internet, E-Mail, პრინტერთან, სკანერთან, ქსეროქსთან მუშაობა

 

გრაფიკული პროგრამა ქორელი (CorelDRAW)

 

გრაფიკული პროგრამა ფოტოშოპი (Photoshop)

 

გრაფიკული პროგრამა 3დე (3Ds Max)

 

ვებ-დიზაინი HTML, CSS-ის გამოყენებით

 

ვებ-პროგრამირება PHP-MySQL, JavaScript – jQuery-ის გამოყენებთ

 

IT-ინჟინერია

  •         

    კურსის დასრულების შემდეგ თქვენ იქნებით საოფისე და გრაფიკული პროგრამების თავდაჯერებული მომხმარებელი. თქვენ შეძლებთ:

     

  •          ტექსტებთან მუშაობას (წერილები, ბრძანებები, სარეკლამო ტექსტები, მხატვრული პროზა, პოეზია), მათ მხატვრულ გაფორმებას და ეფექტურ ორგანიზებას;
  •          მრავალეროვანი გრაფიკების აგებას ვიზუალური ეფექტების გამოყენებით;
  •          ნებისმიერი სირთულის შესავსები ფორმების დიზაინს (რეზიუმე, ორდერი, ინვოისი, ანკეტა, ზედნადები, დროის განაწილების ცხრილები, საანგარიშგებო ფორმები და სხვა);
  •          კონკრეტულ საქმიანობაზე მორგებული მონაცემთა ბაზების შექმნას (თანამშრომელთა პირადი მონაცემები, გასაყიდი პროდუქციის ჩამონათვალი ფასების, ვადების და რაოდენობის ავტომატური დათვლით და სხვა) და მონაცემების მართვასთან, მოძიებასთან, ავტომატურ გამოთვლებთან დაკავშირებული საკითხების მარტივი ხერხით გადაჭრას;
  •          ილუსტრირებული და ეფექტური "პრეზენტაციების" მომზადებას ხმოვანი ეფექტებით;
  •          ლოგოების, სავიზიტო ბარათების, ფლაერების, სარეკლამო მასალების დიზაინს;
  •          აქციების, გასაყიდი პროდუქციის სარეკლამო იმიჯების შექმნას შესაბამისი ტექსტით და მათ განთავსებას ფეისბუქის გვერდზე;
  •          3-დე მოდელირებას;
  •          ვებ-გვერდს აწყობას და მართვას;
  •          კომპიუტერის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლებემის აღმოფხვრას (დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოჩენა, windows-ის გადაყენება, პროგრამების ინსტალაცია და ა.შ.)
  •          კურსის  ხანგრძლივობა: ერთი სასწავლო წელი 
  •          კურსის ღირებულება: 1440 ლარი. ანგარიშსწორება შესაძლებელია თვეებზე გადანაწილებით.
  •          სერთიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ ევროპული სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი.  
  •          მ.ისანი, ( ისნის  გამგეობასთან ახალ აშენებულ  12 სართულიან  საათიან შენობაში,)   ჰოლბრუკის ქუჩა N1,  II სად.  IV სართ., მ.დელისი, ვაჟა ფშაველას  ქ. 45. ბიზნესცენტრი.  დაგვიკავშირდით და გაიარეთ რეგისტრაცია კურსზე: 227-36-01, 277-62-06, 595-42-49-89.   www.ILC.ge,   ilcposta@gmail.com          

 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა