• https://charte.ge/

ავტორი

ჯი და ჯი ქოოფერეიშენი

mail: hrbatumi@lucapolare.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
წარმოების მენეჯერის ასისტენტი/მენაყინე/მცხობელი ბათუმში
დამსაქმებელი: ჯი და ჯი ქოოფერეიშენი
კატეგორია: სხვა,
ბოლო ვადა: 2016/09/24
მდებარეობა: ბათუმი
ასაკი: 22 - 45 წელი
ნანახია: 1207 -ჯერ

შპს. „ჯი და ჯი ქოოფერეიშენ“ (კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“) აცხადებს ვაკანსიებს ბათუმის პროექტისათვის და  სამუშაოდ იწვევს  ბათუმში მცხოვრებ  ენერგიულ ადამიანებს შემდეგ თანამდებობებზე:


ლუკა პოლარეს, კაფე-სანაყინეების ქსელს საქართველოში ესაჭიროება ცენტრალიზებული წარმოების მენეჯერის ასისტენტი (ქალბატონი) ბათუმისთვის, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი გუნდი.


1.წარმოების მენეჯერის ასისტენტის ძირითადი  მოვალეობა იქნება წარმოების მენეჯერის დახმარება ნებისმიერ საკითხში, რაც უკავშირდება წარმოების განყოფილებას.

  • მუშაობის გრაფიკი:  კვირაში ხუთი სამუშაო დღე
  • საწყისი ხელფასი: 450 ლარი

 მოვალეობები: 

  • წარმოების მენეჯერის დახმარება ახალი პროდუქტების შემუშავებასა და  დანერგვაში
  • წარმოების პროცესებში უშუალოდ მონაწილეობის მიღება, 
  • წარმოების პერსონალის სამუშაო ცხრილის შედგენა და კონტროლი
  • წარმოების თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის და მუშაობის ხარისხის, სისუფთავის კონტროლი
  • წარმოების მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება
  • წარმოების იარაღების, უნიფორმების მდგომარეობის შემოწმება და მათი განახლება
  • დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული იარაღების და აღჭურვილობის აღწერა

მოთხოვნები:

  • გამოცდილება პროდუქტების წარმოების სფეროში
  • ხელმარჯვე სამზარეულოში, ცხობაში
  • არამწეველი
  • ასაკი: 25 – 45 წელი
  • პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, კომუნიკაბელობა


2. მენაყინეები  (1 და მე-2 ასისტენტები)  
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე სრული(09:00 – 19:00)
ხელფასი: - 300 ლარი-დან შემდეგ ხელფასი მოიმატებს ეტაპობრივად 

მოთხოვნები: 

  • ხელმარჯვე სამზარეულოში, 
  • არამწეველი
  • პატიოსანი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, პუნქტუალური, კომუნიკაბელური.

3. მცხობელები, რომელსაც შევასწავლით ნამცხვრების ცხობას 

  • მცხობელებისთვის შესწავლის პროცესში ანაზღაურება 150 ლარი.
  • შემდეგ ხელფასი მოიმატებს ეტაპობრივად.

მუშაობის გრაფიკი:  

  • კვირაში ხუთი სამუშაო დღე, საღამოს საათებში

მოთხოვნები: 

  • ხელმარჯვე სამზარეულოში, ცხობაში, 
  • არამწეველი
  • ასაკი: 25 – 45 წელი
  • პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, კომუნიკაბელობა
     

დაინტერესების და შესაბამისი კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hrbatumi@lucapolare.com -ზე და სათაურად მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა