• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საოპერაციო მენეჯერი
დამსაქმებელი: ლოჯისთიქს სოლუშენს
კატეგორია: ადმინისტრაცია,
ბოლო ვადა: 2016/09/24
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 1402 -ჯერ

ლოჯისთიქს სოლუშენს  აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის თანამდებობაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი  
  • სასურველია შესყიდვების და ლოჯისტიკის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წელი  გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური რუსული და სხვა ენების სრულყოფილი ცოდნა.

 

მოვალეობები:

  • ახორციელებს კომპანიის საოპერაციო საქმიანობას;
  • უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების დაცვას კომპანიის საოპერაციო საქმიანობაში;
  • აწარმოებს მოლაპარაკებებს საოპერაციო ნაწილში კომპანიის აგენტებთან მომსახურების ფასებსა და პირობებზე;
  • მოლაპარაკებებს და ოფიციალურ შეხვედრების წარმართვას კომპანიის სახელით, კომპანიის ინტერესების სრული დაცვით;
  • კომპანიის საოპერაციო ნაწილში შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათ შესახებ საოპერაციო დირექტორის ინფორმირება;
  • სხვადასხვა ანგარიშგების მომზადება და უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
  • შეასრულოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მოთხოვნები და უზრუნველყოს რესურსები სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები.

 

უფლებები:

  • მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
  • მოითხოვოს თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ყველა პუნქტის დაცვა;
  • წერილობით გაეცნოს უშუალო ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მის  სამუშაო პროცესს;
  • მოითხოვოს შრომითი საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი  ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობების (,,შრომითი პირობების”) შექმნა;
  • ხელმძღვანელს წარუდგინოს რაციონალიზატორული წინადადება, რომელიც თანამდებობის მიზნების განხორციელებას შეუწყობს ხელს;
  • პრობლემური და/ან საკონფლიქტო საკითხების გადასაწყვეტად მიმართოს უშუალო ხელმძღვანელს.

 

პასუხისმგებელია:

  • წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებით შესრულებაზე;
  • არაპროფესიონალური და არაკომპეტენტური ქმედებებით კომპანიისთვის მატერიალური და არამატერიალური ზარალის მიყენებაზე;
  • ხელმძღვანელობისთვის არასწორი (მცდარი) ინფორმაციის  წარდგენაზე;
  • კომპანიის შინაგანაწესის, დებულებებისა და ბრძანებების შეუსრულებლობაზე;
  • კომპანიის ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემაზე;
  • შრომის დისციპლინის დაცვაზე;
  • კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.  

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: n.giunashvili@logisticssolutions.ge  

გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა