• https://charte.ge/

ავტორი

ბი დი სი აკადემია

tel: 593252508
mail: academy@bdc-center.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ბიზნეს ადმინისტრირება
დამსაქმებელი: ბი დი სი აკადემია
კატეგორია: ბუღალტერია/ფინანსები, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/31
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (0.00 ლარი )
ნანახია: 427 -ჯერ

კურსი გათვლილია მათზე, რომელთაც საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება სურს ან აინტერესებს, გაეცნოს ბიზნესის არსს. კურსი დაგეხმარებათ შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, გადაწყვიტოთ რა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა მისცეთ თქვენს ბიზნესს, როგორ ჩამოაყალიბოთ ორგანიზაციის სტრუქტურა და როგორ გახდეთ წარმატებული მეწარმე.

იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ კადრი თქვენი ბიზნესისთვის, გაეცნობით პერსონალის მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ოფისმენეჯმენტის საფუძვლებს.

სასწავლო პროგრამა:
საქართველოში ორგანიზაციების დაფუძნების წესი. ბიზნესის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმები; ორგნიზაციის სტრუქტურა; კორპორატიული იდენტურობა; იმიჯი, რეპუტაცია; მესიჯი და სლოგანი;
ბიზნესის დაწყების დაგეგმვა - ბიზნეს გეგმა;
ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში (ტელეფონი, ფაქსი, ქსეროქსი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ საქმიანობა, ამობეჭდვა და ა.შ); ინფორმაციის მოპოვების გზები და მეთოდები;
სწორი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი: ტელეფონზე სწორი საუბარის ტექნიკა, მოლაპარაკებები, პრესკონფერენციები, ინტერვიუ, ბრიფინგი, პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლები; საქმიანი კორესპოდენციის სწორად წარმოება: წერილები, ელქტრონული წერილები, პროტოკოლის შედგენა, საპრეზენტაციო-სარეკლამო ბროშურები; პუბლიკაციების მომზადება; პრეს-რელიზი; პრეს-დაიჯესტი; სარეკლამო განცხადებების შედგენის ხელოვნება;
სამუშაოს განსაზღვრა და სამუშაოს სპეციფიკის შემუშავება; პერსონალის დაგეგმვა; კადრების მოზიდვა - შერჩევა და დაქირავება; ზოგადი უნარებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გამოყენება პერსონალის შერჩევისას
პერსონალის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება; შეფასებისა და დაჯილდოების სისტემა; კარიერული ზრდა და ტრენინგები; შრომითი ხელშეკრულებები და დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო ბაზა;
თანამშრომლებთან წარმატებული ურთიერთობა - მოტივაცია, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა, სწორი კრიტიკის მეთოდები, უარის თქმის ხელოვნება;
პროექტების დაგეგმვა, გუნდი და მისი კომპონენტები; წარმატებული გუნდის ფორმირება;
PR-კამპანიის დაგეგმვა, ანალიზი, განხორციელება და მონიტორინგი; ბეჭდურ და ტელე-რადიო მედიასთან ურთიერთობა; რეკლამა და სპონსორობა; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობების პროექტების შემუშავება; საზოგადოებასთან შეხვედრების ეფექტური ორგანიზება; სამიზნე აუდიტორიის შერჩევა; თემატური შეხვედრების ორგანიზება;
მარკეტინგული გეგმის შემუშავება – დაგეგმვა, ანალიზი, და კონტროლი;
ფინანსები და ბიზნესი - ფული, ფინანსური ინსტიტუტები;
საგადასახადო სისტემა - გადასახადების სახეები: საშემოსავლო, მოგების გადასახადი,დღდ, აქციზი, ქონების გადასახადი, საგადასახადო შეღავათები
საბუღალტრო აღრიცხვა (თეორიის ზოგადი მიმოხილვა)
ინტერკულტურული კომუნიკაცია - ურთიერთობა უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან;
დროის მენეჯმენტი- სამუშაო დროის სწორი დაგეგმვა დროის რაციონალურად გამოყენების ტექნიკა;
საოფისე პროგრამების დაუფლება.

მიღება მიმდინარეობს წინასწარი რეგისრაციის საფუძველზე;

,,ბიდისი აკადემია’’კორპორაციულ კლიენტებს ვთავაზობთ მეცადინეობის ჩატარებას ადგილზე მისვლით, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით) თქვენთვის სასურველ საათებში.რუსთაველის გამზ. № 36 ტელ: 251-47-30 / 593 000 684 / 5(93) 25-25-08 e-mail: academy@bdc-center.ge. www.bdc-center.ge 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა