• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანგარიშების მთავარი მენეჯერი გურჯაანში
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/11/09
მდებარეობა: გურჯაანი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 2 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
ქართული
რუსული
ნანახია: 365 -ჯერ

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გურჯაანის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით
აცხადებს ანგარიშების მთავარი მენეჯერის ვაკანსიას

სამუშაო ადგილი: გურჯაანი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:  09.11.2014


ძირითადი ფუნქციები:

  • ფიზიკური და იურიდიული პირების კომპლექსური მომსახურება
  • ანგარიშების მენეჯერების მიერ შესრულებული ოპერაციების კონტროლი
  • ბანკის საოპერაციო დღის პროგრამაში  ტრანზქაციების / ჩანაწერების ავტორიზება განსაზღვრული ლიმიტების და უფლებების ფარგლებში
  • ბანკის კლიენტების კონსულტირება საბანკო პროდუქტებთან და პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე
  • აქტიური გაყიდვების წარმოება ბანკის არსებულ და პოტენციურ კლიენტებზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
  • საბანკო პროცესების,  საოპერაციო საქმიანობის შესაბამისი შიდა ნორმატივების საფუძვლიანი ცოდნა
  • რუსული ენის სრულყოფილად ფლობა
  • სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (MS Office)
  • სასურველია საბანკო პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება


უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
  • მოწესრიგებული, ორგანიზებული
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • კონკურენტულ გარემოში აქტიური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე  არაუგვიანეს 2014 წლის  9 ნოემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: „ანგარიშების მთავარი მენეჯერი , გურჯაანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა