• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
უფროსი მოლარე-ოპერატორი გურჯაანში
დამსაქმებელი: ვითიბი ბანკი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/11/09
მდებარეობა: გურჯაანი
განათლება ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 384 -ჯერ
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გურჯაანის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით
აცხადებს უფროსი მოლარე–ოპერატორის ვაკანსიას:
 
სამუშაო ადგილი:გურჯაანი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 09.11.2014 
 
მოვალეობები:
  • ფილიალის საცავის ფუნქციონირების ორგანიზება ეროვნული ბანკის და ბანკის შიდა ნორმატივების დადგენილი სტანდარტების მიხედვით
  • ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების ორგანიზება
  • ეროვნული და უცხოური ვალუტის ფულის ნიშნების გადასახდელად ვარგისიანობისა და ნამდვილობის განსაზღვრა, საეჭვო და ყალბ ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევებში შესაბამისი პროცედურების წარმოება
  • დანაკლისის, ზედმეტობის, არგადახდითი, საეჭვო ფულის ნიშნებთან დაკავშირებით აქტებზე რეაგირება
  • ლომბარდის და სხვა ფასეულობითი ოპერაციების ორგანიზება
  • მოლარეების, მოლარე-ოპერატორების მიერ შესრულებული საკასო ოპერაციების კონტროლი 
  • სალაროს დასკვნის ორგანიზება, ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნების წარმოება, ნაერთი ანგარიშგების, სალაროს დღიური საბუთების ფორმირება
  • ბანკომატების გამაგრების (ჩატვირთვა/ამოტვირთვა) პროცედურების უზრუნველყოფა
  • ფილიალის სალაროს ნაღდი ფულით გამაგრების საჭიროების განსაზღვრა
  • ინკასაციის ოპერაციების წარმოება 
  • საბანკო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • ბანკის სალაროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულით და სხვა ფასეულობებით ოპერაციების წარმოებასთან  დაკავშირებული ნორმატივების ცოდნა
  • ეროვნული ბანკის ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატის ქონა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა 
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA–ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
  • ლიდერობა, გუნდის ხელმძღვანელობის უნარი 
  • ორგანიზებულობა 
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება
  • პასუხისმგებლობა 
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე არაუგვიანეს 2014 წლის  9 ოქტომბრისა. 
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: „უფროსი მოლარე–ოპერატორი, გურჯაანი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა