• https://charte.ge/

ავტორი

ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი

tel: (+995) 571 80 34 66
mail: training@geu.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ინტენსიურ ტრენინგი ფასდაკლებით
დამსაქმებელი: ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2016/10/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1763 -ჯერ

,,ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ სასერტიფიკატო ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის ინტენსიურ ტრენინგზე და გთავაზობთ ფასდაკლებას:

ტრენინგს გაუძღვება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი
ტრენინგი მოიცავს: 12 გაკვეთილს; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, 1.30 - 2.00 საათი (მეცადინეობები ჩატარდება 18.00 საათის შემდეგ შეთანხმებით)
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 10 მსმენელი
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 4 მსმენელი
ტრენინგის საწყისი ღირებულება შეადგენს: 320 ლარს და ფასდაკლებით 200 ლარს 
ტრენინგის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

ტრენინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით და პერსონალური კომპიუტერით.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, რომელიც დაინტერესებულია საგადასახადო კოდექსით. ტრენინგის შედეგად მსმენელი შეძლებს წარმართოს საწარმოში ბუღალტრული საქმიანობა საერთაშირისო სტანდარტებით, ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად. თითოეული საკითხის განხილვა ხდება პრაქტიკული სავარჯიშოების და ტესტების საფუძველზე. 
ტრენინგის გეგმა:

1. საგადასახადო კანონმდებლობა:

  • კანონთა იერარარქია საგადასახადო საკითხებში;
  • ვადები;
  • გადასახადების სახეები და მათი დახასათება;
  • ტერმინთა განმარტება.

2. ზოგადი ნაწილის მნიშვნელოვანი თემები:

  • გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი;
  • ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია;
  • სხვადასხვა სპეციალური ტიპის საწარმო;
  • საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი;
  • საგადასახადო ვალდებულება, დარიცხვა და გადახდის ვადა.

3. ზოგადი ნაწილის მნიშვნელოვანი თემები 2:

  • საგადასახადო სისტემა;
  • საგადასახადო ორგანოების ვალდებულებები დ აუფლებები;
  • გადამხდელის უფლებები და სამართლებრივი დაცვა;
  • გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდება და მისგან ინფორმაციის მიღების მოთხოვნა.

4. ერთობლივი შემოსავალი და გამოქვითვები:

  • შემოსავლები და მათი სახეები;
  • საქართველოში მიღებული შემოსავალი;
  • შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
  • შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;
  • ხარჯები, რომლებიც არ აღიარდება საგადასახადო ხარჯებად.

5. ცალკეული ხარჯების აღრიცხვის პრინციპები:

  • სხვადასხვა ხარჯები, რომლებიც ნაწილობრივ აღიარდება საგადასახადო ხარჯად;
  • ძირითადი საშუალებების ხარჯად აღიარების თავისებურებები;
  • ზარალის გადატანა;
  • სასაქონლო მატერიალური-ფასეულობის აღრიცხვის წესი.

6. საშემოსავლო და მოგების გადასახადები - განაკვეთები, განთავისუფლება, სპეცრეჟიმი:

  • მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი და გადამხდელები;
  • მოგების და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთები;
  • მიმდინარე გადასახდელები;
  • საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები;
  • მოგების და საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლება;
  • საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი.

7. დღგ - გადამხდელები, დაბეგვრის რეჟიმი და ობიექტი:

  • რეგისტრაცია, რეგისტრაციის ტიპები და გაუქმება;
  • დაბეგვრის ობიექტი, დასაბეგრი ოპერაცია, თანხა და დრო;
  • საბაჟო რეჟიმების მიხედვით დაბეგვრა;
  • საქონლის მიწოდების  და მომსახურების გაწევის ადგილი. 

8. ჩათვლა, უკუდაბეგვრა და განთავისუფლებები:

  • არადასებეგრი ოპერაციები;
  • ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე განთავისუფლება;
  • დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა;
  • უკუდაბეგვრა და შერეული ოპერაცია;
  • დღგ-ის განაკვეთი, გაანგარიშება-დეკლარირების პრინციპები და გადახდა.

9. აქციზის და იმპორტის გადასახადი:

  • აქციზის და იმპორტის გადასახადის გადამხდელები;
  • აქციზის და იმპორტის გადასახადის დაბეგვრის ობიექტები;
  • დასაბეგრი ოპერაცია, ოპერაციის დრო და თანხა;
  • ცალკეული შემთხვევები.

10. ქონების გადასახადი:

  • ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი;
  • ქონების გადასახადის განაკვეთები;
  • ქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდა;
  • ქონების გადასახადისგან განთავისუფლება.

11. საგადასახადო კონტროლი, შემოწმების სახეები და ჯარიმები:

  • საგადასახადოს კონტროლის სახეები;
  • საგადასახადო შემოწმება, შემოწმების სახეები;
  • ჯარიმები;
  • საგადასახადო დავა.

12. სხვადასხვა პროცესების განმარტება:

  • ზოგადი ნაწილის სხვა თემები;
  • გარდამავალი დებულებები.

საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27ბ
ტელ: (+995 571)803 466, (+995 593) 65 24 05
ელ-ფოსტა:  training@geu.edu.ge
ვებ-გვერდი: www.geu.edu.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა