• https://charte.ge/

ავტორი

ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი

tel: (+995) 571 80 34 66
mail: training@geu.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სასაუბრო რუსული ენის შემსწავლელი კურსი
დამსაქმებელი: ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი
კატეგორია: ტენდერი/კონკურსი,
ბოლო ვადა: 2016/10/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 2211 -ჯერ

,,ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ სასერტიფიკატო ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება სასაუბრო რუსული ენის შემსწავლელ კურსზე და გთავაზობთ ფასდაკლებას:

კურსს გაუძღვება მაღალკვალიფიციური რუსულენოვანი სპეციალისტი
კურსის ხანგრძლივობა: 8 მეცადინეობა; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ, 1.30 საათი (მეცადინეობების გრაფიკის შეთანხმება მოხდება მსმენელის სურვილისამებრ)
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 10 მსმენელი
ჯგუფში მსმენელთა მინიმალური რაოდენობა: 6 მსმენელი
კურსის საწყისი ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 100 ლარს და ფასდაკლებით 50 ლარს
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად შეადგენს: 150 ლარს

კურსის ბოლოს  გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე/რუსულ ენაზე).

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი პერსონალურად უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით (ქსერო ასლები ან ელექტრონული ვერსია).

სასწავლო კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის და დონის მქონე მსურველისათვის, დაფუძნებულია გრამატიკისა და ლექსიკის ეფექტურ შესწავლაზე, კომუნიკაციისა და მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება თეორიული და პრაქტიკული მასალები, ტესტები, დიალოგები და სხვადსხვა სავარჯიშოები. აგრეთვე დიდი ყურადღება დაეთმობა ვიდეო და აუდიო გაკვეთილებს.

რუსული ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს შემდეგ დონეებს:

  • A1 (Breakthrough) – Элементарный уровень
  • A2 (Waystage) – Предпороговый (базовый) уровень
  • B1 (Threshold) – Пороговый уровень
  • B2 (Vantage) – Постпороговый (продвинутый) уровень
  • C1 (Effective operational proficiency) – Уровень компетентного владения
  • C2 (Mastery) – Уровень носителя (професионального владения) языка


თითოეული დონე მოიცავს 3 თვეს. აღნიშნული ფასდაკლება გაგრძელდე სწავლის შეწყვეტამდე.

აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ თქვენ თავისუფლად შეძლებთ საუბარს ნებისმიერ თქვენთვის სასურველ თემაზე. 

საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16 (შემოსასვლელი მიცკევიჩის 27ბ–დან)
ტელ: (+995 571)80 34 66, (+995 593)65 24 05
ელ-ფოსტა:  training@geu.edu.ge
ვებ-გვერდი: www.geu.edu.ge

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა