• https://charte.ge/

ავტორი

ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი

tel: (+995) 571 80 34 66
mail: training@geu.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი
დამსაქმებელი: ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სასერტიფიკატო ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2016/10/29
მდებარეობა: თბილისი
ნანახია: 1948 -ჯერ

,,ქართულ - ევროპული უმაღლესი სასწავლებლის“ სასერტიფიკატო ცენტრმა დაიწყო მსმენელთა მიღება ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე და გთავაზობთ ფასდაკლებას:

კურსს გაუძღვება მაღალკვალიფიციური სპეციალისტი
კურსის ხანგრძლივობა: 8 მეცადინეობა; მეცადინეობები ჩატარდება: კვირაში 2–ჯერ, 1.30 საათი (მეცადინეობების გრაფიკის შეთანხმება მოხდება მსმენელის სურვილისამებრ)
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 80-160 ლარს და ფასდაკლებით 50 ლარს
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 10 მსმენელი
კურსის ღირებულება ინდივიდუალურად შეადგენს: 100-170 ლარს 
კურსის ბოლოს  გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

სასწავლო კურსის მსვლელობისას თითოეული მსმენელი პერსონალურად უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო მასალით (ელექტრონული ვერსია).

მეთოდი ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანისთვის არის განკუთვნილი. მეთოდი ძალიან მარტივი, საინტერესო და სახალისოა. ძირითად მასალას ჩვენი მსმენელები ადგილზევე ითვისებენ. რაც ყველაზე მთავარია, სწავლება პირდაპირი მეთოდით ხდება, რაც ინგლისურ ენაზე ფიქრისა და აზროვნების რეფლექსების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ჩვენთან ბევრი პასიური ცოდნით მოდის - აქვთ გარკვეული ცოდნა, მაგრამ საუბარს ვერ ახერხებენ. ჩვენ ამ პასიურ ცოდნას, ასე ვთქვათ, აქტივად ვაქცევთ."

შესაბამისი დონის შერჩევა მოხდება ტესტირების საფუძველზე.

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს:

  • გრამატიკის და ლექსიკის შესწავლას
  • დიდი ყურადღება ეთმობა წერის, კითხვის, მეტყველების, გამოთქმის და მოსმენის                   უნარ-ჩვევების განვითარებას
  • მეცადინეობისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული მასალები, ტესტები და სხვადასხვა სავარჯიშოები, ვიდეო და აუდიო გაკვეთილები

ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი მოიცავს 6 დონეს, თითოეული დონე მოიცავს მაქსიმუმ 3 თვეს:

  • Beginner: ინდივიდუალურად – 100 ლარი
  • Elementary: ინდივიდუალურად – 120 ლარი
  • Pre-Intermediate: ინდივიდუალურად – 140 ლარი
  • Intermediate: ინდივიდუალურად – 150 ლარი
  • Upper-Intermediate: ინდივიდუალურად – 160 ლარი
  • Advanced: ინდივიდუალურად – 170 ლარი

აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ თქვენ თავისუფლად შეძლებთ საუბარს ნებისმიერ თქვენთვის სასურველ თემაზე. 

საკონტაქტო მონაცემები:
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 16 (შემოსასვლელი მიცკევიჩის 27ბ–დან)
ტელ: (+995 571)80 34 66, (+995 593) 65 24 05
ელ-ფოსტა:  training@geu.edu.ge
ვებ-გვერდი: www.geu.edu.ge
 

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა