• https://charte.ge/

ავტორი

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

mail: hr@apma.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ანგარიშთა მმართველი
დამსაქმებელი: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
კატეგორია: ადმინისტრაცია, ბუღალტერია/ფინანსები, დაზღვევა,
ბოლო ვადა: 2014/10/27
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 1 წელი
ნანახია: 710 -ჯერ
ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ აცხადებს ვაკანსიას „აგროდაზღვევის პროექტის“ განმახორციელებელი ჯგუფის ანგარიშთა მმართველის თანამდებობაზე. 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სააგენტოს საფინანსო სამსახურის ინფორმირება პროექტის ფარგლებში თანხების გადახდის და  თანხების ამოღების ვალდებულებების წარმოშობის შესახებ;
  • სადაზღვევო პოლისების მომსახურებისათვის გადახდილი თანხების სიზუსტის კონტროლი; უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტოს საფინანსო სამსახურისა და სადაზღვევო კომპანიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
  • პრობლემური სადაზღვევო პოლისების კონტროლი;
  • მონიტორინგის ინფორმირება პრობლემური სადაზღვევო პოლისების შესახებ; 
  • პრობლემური სადაზღვევო პოლისების მონაცემთა ბაზის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სადაზღვევო კომპანიაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office, MS Outlook, MS Excel) მაღალ დონეზე ცოდნა. 
სხვა მოთხოვნები:
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4)  ელ-ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 27.10.2014. 
 
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Accounts Manager”. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა