• https://charte.ge/

ავტორი

განათლების მართვის ცენტრი

mail: educat_mc@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
თემატური შეხვედრა თემაზე საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკაზე
დამსაქმებელი: განათლების მართვის ცენტრი
კატეგორია: ლოჯისტიკა/ტრანსპორტი, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/20
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი (60 ლარი )
ნანახია: 553 -ჯერ
თუ თქვენ ხართ ბუღალტერი, მაშინ აუცილებლად გექნებათ შეკითხვები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებული წესების შესახებ!
 
თქვენთვის „განათლების მართვის ცენტრი“ აწყობს თემატურ შეხვედრას თემაზე „საბაჟო პროცედურები და ტვირთის გაფორმების სპეციფიკა“.
 
თემას განიხილავს გაფორმების ეკონომიკური ზონის მთავარი ოფიცერი ნინო ქშუტაშვილი.
 
შეხვედრის მიზანია: 
 
აუხსნას /გააცნოს მსმენელებს:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების საბაზისო საკითხები, ტვირთის განბაჟების სპეციფიკა, სატარიფო და არასატარიფო ღონისძიებები. 
 
კურსის ფარგლებში განხილულია შემდეგი საკითხები: 
  • საქონლის ზოგადი დეკლარირება
  • საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი 
  • საქონლის გაფორმება.
  • საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
  • თავისუფალი ზონა
  •  სასაქონლო ოპერაციები
  • სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი. 
 
შეხვედრა მოიცავს პრეზენტაციას, დისკუსიას, კითხვა-პასუხებს და ითვალისწინებს მსმენელებისთვის საბაჟოსა და საქონლის გაფორმების სპეციფიკის შესახებ იმ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც გასათვალისწინებელია ტვირთის გაფორმებისას.
 
დაესწარით ლექციებს და დაიზღვიეთ თავი შეცდომებისაგან, ჩვენთან მიიღებთ ამომწურავ პასუხს თქვენს თითოეულ შეკითხვაზე.
 
მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
 
ორდღიანი კურსის ღირებულება შეადგენს 60 ლარს.
 
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
 
რეგისტრაციისთვის უნდა მობრძანდეთ მისამართზე: 
თბილისი, თამარ მეფის გამზ. 17.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 307 459; 577 1415 99; 597 23 55 11

Facebook: http://on.fb.me/1dH3507

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა