• https://charte.ge/

ავტორი

განათლების მართვის ცენტრი

tel: (+995 32) 2307459
mail: educat_mc@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი
დამსაქმებელი: განათლების მართვის ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/20
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (420 ლარი )
ნანახია: 462 -ჯერ

„განათლების მართვის ცენტრი“ გთავაზობთ საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ კურსს.

კურსის შინაარსი:

  • საქართველოს საგადასახადო სისტემა, ძირითადი ცნებები და ტერმინები (აქტუალურია და შეისწავლება მთელი კურსის განმავლობაში, კონკრეტულ თემასთან შესაბამისობაში);
  • მოგების და საშემოსავლო გადასახადები;
  • საგადასახადო აღრიცხვის წესი;
  • ქონების გადასახადი;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადი;
  • აქციზი;
  • იმპორტის გადასახადი;
  • საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა;
  • საგადასახადო დავის განხილვის წესი, საგადასახადო შეთანხმება.


კურსის გავლის შემდეგ მსმენელს:

  • შეეძლება გაიანგარიშოს კონკრეტული გადასახადი;
  • შეეძლება განსაზღვროს კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ნორმა;
  • შეეძლება გააანალიზოს საგადასახადო კოდექსის მუხლები და მოძებნოს მათ შორის კავშირი. ასევე გაანალიზოს ცვლილებები კანონმდებლობაში.


კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 საათიანი 15 მეცადინეობით. მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება გადატანილი თეორიულ მეცადინეობაზე, რომელიც პარალელურად ქართული სინამდვილიდან აღებული მაგალითებით იქნება გამდიდრებული, რაც ხელს შეუწყობს მსმენელს, შეძლოს მასალის პრაქტიკაში გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საშინაო მუშაობას, რაც მოიცავს მასალის გარჩევას და გაუგებარი საკითხების ჩანიშვნას ლექციაზე განსახილველად.

კურსს წაიკითხავს სერტიფიცირებული აუდიტორი გიგა ნასყიდაშვილი.

კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელების შეფასება ხდება ტესტირების გზით, რომლის საფუძველზეც გადმოგეცემათ ქართულ-ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ღირებულება 420 ლარი.

დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე თი ბი სი ბანკში გაიცემა უპროცენტო სესხი თქვენს მიერ შერჩეული სასწავლო კურსის დასაფინანსებლად 24 თვემდე ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის უნდა მობრძანდეთ მისამართზე: 
თბილისი, თამარ მეფის გამზ. 17.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ:(+995 32) 2307459; 577 1415 99; 597 23 55 11

Facebook: http://on.fb.me/1dH3507

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა