• https://charte.ge/

ავტორი

კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS

tel: (+995 599) 17 75 73
mail: lawyers.school@yahoo.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
უპრეცედენტო ფასდაკლება 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამაზე ადვოკატის უნარ-ჩვევებში
დამსაქმებელი: კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/26
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი ( ლარი )
ნანახია: 482 -ჯერ

CLS - გამოიყენე რეალური შანსი - გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად !

აქცია! სწავლა 0% 24 თვემდე განვადებით.
 

"კავკასიის  ადვოკატთა  სკოლა  CLS" - ის  სამოქალაქო სამართლის სკოლა  გიწვევთ  იურისტებს,  ადვოკატებს  და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამაზე ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.

CLS  გაძლევთ რეალურ შანსს, 3 თვეში შეიძინოთ და გაიღრმავოთ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.

პროგრამა განკუთვნილია:

  • იურისტებისათვის;
  • მოქმედი ადვოკატებისათვის;
  • სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი. 


სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა - 3 თვე. 
საკონტაქტო დღეები: კვირაში 2-3 დღე (უქმე და დასვენების დღეების გარდა).
საკონტაქტო დრო:   2 სთ . 19 საათიდან.
სწავლის საერთო ღირებულება:  650 ლარი (ადვოკატებისათვის ფასდაკლებით 600 ლარი).

აქცია: სწავლა 0% განვადებით:
CLS - ში მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 0 % 24 თვემდე მომენტალური განვადებით, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით.

სერთიფიკატი  - კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა CLS -ის სერთიფიკატი.
რატომ უნდა ისწავლოთ CLS -ში

CLS-ის პროგრამებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური ტრენერები ( ადვოკატები, მოსამართლეები, პროფესორები). 

CLS-ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას.
 

პრაქტიკა: პროგრამის დასრულებისას წარმატებული მსმენელებისათვის  გათვალისწინებულია პრაქტიკა თბილისის მერიის  „თბილისელების ადვოკატი“-ს  სამსახურში.და თბილისის სააპელაციო სასამართლოში.  
 

აკრედიტაცია:

CLS გახლავთ პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ინსტიტუციონალური აკრედიტაცია. 
 

კრედიტები: სტუდენტებს სკოლის გავლა ჩაეთვლებათ სამართლის კლინიკად და სტაჟირებად და  უნივერსიტეტებში მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები (თუ ეს კომპონტები გათვალისწინებულია შესაბამის უნივერსიტეტში.). 
 

ინფრასტრუქტურა CLS -ში სწავლა გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზები და ბიბლიოთეკა.


კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:

  • სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები: 34  სთ ტრენერები: - მაია სულხანიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; შალვა ქურდაძე - სამართლის დოქტორი,  პროფესორი;
  • ადმინისტრაციული საპროცესო უნარ - ჩვევები: 14 სთ. - ტრენერი მაია ვაჩაძე -  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, საქ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი;
  • სამართლებრივი მართლწერა (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა): 10 სთ. - ტრენერები:  მარი ჭყონია - საქ. ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; ზურაბ ჭყონია, ადვოკატი, ას. პროფესორი, „სამართლის მეცნიერთა კავშირი“-ს თავმჯდომარე;
  • რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება: 12 სთ. - ტრენერი ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ელექტრონული მართლმსაჯულება 5 სთ - ტრენერი, მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი. 


პროგრამის გავლის შედეგად მსმენელები შესძლებენ:

  • სასამართლოზე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა დამოუკიდებლად წარმართვას;
  • სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას;
  • სასამართლოზე სიტყვის დასაბუთებულად და დამაჯერებლად წარმოთქმას, კამათს;
  • სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას;
  • კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთებას;
  • დოკუმენტაციის მომზადებას (სარჩელის, შუამდგომლობის, საჩივრების და სხვა) და მასში ცვლილებების შეტანას.


სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:

  • ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესები;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა-განმარტების მეთოდი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლების განაწილება;
  • შესწავლა და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული სავარჯიშოები;
  • გუნდური მუშაობა.


ჩვენი პარტნიორები

  • თბილისის სააპელაციო სასამართლო;
  • თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • თბილისის მერიის ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატი“; 
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.


წარმოსადგენი საბუთები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3/4/;
  • CV;
  • დიპლომის ასლი (სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან).


მიმდინარეობს რეგისტრაცია.

რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ განცხადება ელ. ფოსტაზე  და დაგვიკავშირდით (+995 599) 17 75 73; (+995 597) 34 00 92;  (+995 32)183637           

ვებ. გვერდი - www.clsgeo.ge
ფეისბუკის გვერდი https://www.facebook.com/kavkasiisadvokatta.skola

მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას (ყოფ. ჯიქიას) 4, სართ I (ქუჩის დასაწყისში)

CLS- გახდი წარმატებული ჩვენთან ერთად.

CLS -ში მიმდინარეობს, ასევე, რეგისტრაცია საგადასახადო კოდექსის შემსწავლელ ინტენსიურ კურსზე.

ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა