• https://charte.ge/

ავტორი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

tel: (+995 32)220 09 01
mail: n.balanchivadze@freeuni.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ტრენინგი შედარებითი სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში
დამსაქმებელი: ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/17
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე ტრენინგი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (150 ლარი )
ნანახია: 408 -ჯერ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი
უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა (კანზასი, აშშ) და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტთან (JILEP) თანამშრომლობით
 
გიწვევთ
 
ტრენინგზე "შედარებითი სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოება"
 
ტრენინგი  ჩატარდება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, დიღმის კამპუსში 2014 წლის 5-7 დეკემბერს. პროგრამას გაუძღვებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სრული პროფესორი ქეთევან მესხიშვილი და უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი რორი ბაჰადური.
ტრენინგის პროგრამა შემუშავებულია უოშბორნის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლების მიერ და მოიცავს შემდეგ თემებს:
  • დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში
  • სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პრაქტიკით დაშვებული გამონაკლისები;
  • შეჯიბრებითობის ფარგლები და ინკვიზიციურობის ელემენტები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში;
  • მტკიცების ტვირთის განაწილება;
  • მტკიცებულებათა სახეები;
  • უზრუნველყოფის ღონისძიებები სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში და პრაქტიკაში არსებული სირთულეები მათ გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით და ზეპირი მოსმენის გარეშე;
  • დაუსწრებელი გადაწყვეტილება როგორც საპროცესო სამართლებრივი სანქცია.
 
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრაქტიკოს იურისტებს. მონაწილეობის აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
 
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ფინანსური მხარდაჭერისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის თანადაფინანსების გათვალისწინებით, ყველა შერჩეული მონაწილე მიიღებს ნაწილობრივ სტიპენდიას, რის საფუძველზეც ტრენინგში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს.
მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებითა და ყველა საჭირო სასწავლო მასალით.
მონაწილეების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა 2014 წლის 17 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზეn.balanchivadze@freeuni.edu.ge
 
გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ „ტრენინგი სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში“.
 
აღნიშნული ტრენინგი ხორციელდება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: (+995 591)201 601; (+995 32)220 09 01
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა