• https://charte.ge/

ავტორი

თავისუფალი უნივერსიტეტი

mail: n.balanchivadze@freeuni.edu.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
სასერთიფიკატო პროგრამები - ადამიანის უფლებები, ბიზნესის სამართალი
დამსაქმებელი: თავისუფალი უნივერსიტეტი
კატეგორია: იურიდიული, ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/10/27
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე სასწავლო პროგრამა
ტრეინინგის საფასური ფასიანი (500 ლარი )
ნანახია: 591 -ჯერ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იწყებს მსმენელთა მიღებას ინოვაციურ სასერთიფიკატო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართლის მიმართულებით. 
 
პროგრამის მიზანი 
 
ინოვაციური პროგრამები ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართალში სტუდენტებს საშუალებას აძლევს გასცდნენ საუნივერსიტეტო განათლების სტანდარტული კურსების ფორმატს და ჩაერთონ ადამიანის უფლებათა და ბიზნესის სამართლის პრობლემური საკითხების შესახებ ცოცხალ დისკუსიებში, შეხვდნენ ქართველ და უცხოელ პროფესორებს, გაეცნონ სიახლეებს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკიდან და შეიძინონ სიღრმისეული ცოდნა აქტუალური საკითხების შესახებ.
 
სასერტიფიკატო პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს პროფესიული თვალსაწიერის გაღრმავებაში, პრაქტიკული პრობლემების შესახებ ცოდნის შეძენასა და მომავალ კოლეგებთან პირველი პროფესიული კონტაქტის დამყარებაში.    
 
კურსის აღწერა და ხანგრძლივობა:

სასერტიფიკატო პროგრამა შედგება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორების, მოწვეული ლექტორებისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულარული ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო კურსებისაგან. სასერტიფიკატო პროგრამა დაყოფილია სავალდებულო და არჩევით კომპონენტებად, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს მიენიჭებათ სერთიფიკატი. 

პროგრამის ხანგრძლივობაა 9 თვე  (ნოემბერი 2014 - ივლისი 2015). 
პროგრამები მოიცავს შემდეგ სავალდებულო კომპონენტებს:  ზამთრის ან/და ზაფხულის სკოლები, პროფესიული ტრენინგები და სემინარები, კონფერენციები და სიმპოზიუმები, საჯარო ლექციები, საპანელო დისკუსიები, კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენის პროექტი. 
არჩევითი კურსები:  იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრი, აკადემიური სტატიების კონკურსი და სხვა. 
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკზე
 
პროგრამის ღირებულება:
 
სასერთიფიკატო პროგრამის საფასურია 500 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა ხდება მოქნილი და ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით. თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა საუკეთესო მონაწილეებს ასევე სთავაზობს სტიპენდიებს (სტიპენდიის მსურველებთან მოხდება დამატებით გასაუბრება).  
 
შერჩევის კრიტერიუმები:
 
სასერთიფიკატო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს ან/და მაგისტრატურის სტუდენტებს სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 
 
სასერთიფიკატო პროგრამაზე მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ თავიანთი CV და ნიშნების ფურცელი ელ.ფოსტაზე  2014 წლის 27 ოქტომბრამდე.გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ „ინოვაციური პროგრამები“. 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა