• https://charte.ge/
განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
განვადების ოფიცერი თბილისსა და რეგიონებში
დამსაქმებელი: ქართული კრედიტი
კატეგორია: გაყიდვები,
ბოლო ვადა: 2014/10/31
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
რუსული
ნანახია: 436 -ჯერ
მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია სს „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა– 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით  ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 8 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს. 
 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ქართული კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე:
თანამდებობა:  განვადების ოფიცერი
ადგილმდებარეობა: –   თბილისი, ლილო, თელავი, მარნეული
 
ფუნქცია–მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტებისთვის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა; 
  • კლიენტების ფინანსური საჭიროებების გამოვლენა;
  • კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა განვადების პირობებთან დაკავშირები;
  • კლიენტებზე განვადების გაყიდვის მაქსიმიზაცია.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება; 
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა. 
 
აუცილებელი უნარები:
  • აქტიურობა;
  • ორიენტირებულობა შედეგზე;
  • მიზანდასახულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველება.
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია  2014  წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე
 
გთხოვთ, “subject”-ის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია და რეგიონი.      
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა