• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: საბანკო,
ბოლო ვადა: 2014/10/30
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 389 -ჯერ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს  ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტისვაკანსიას თბილისში
 „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაო ადგილი: თბილისი
განსაკურებული მინიშნება: დროებითი დასაქმება, 6 თვე
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ზოგად–კლინიკური,  ბიოქიმიური და კოაგულოლოგიური ლაბორატორიული კვლევების განხორციელება;
  • ვენა–პუნქციის ჩატარება და მისი შემდგომი პერიოდის შესაძლო გართულებების მართვა;
  • ლაბორატორიული კვლევების შესაბამისად საანალიზო მასალის აღების, დამზადების და შენახვა–ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
  • ლაბორატორიული კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო ან ბიოლოგიური განათლება;   
  • სავალდებულოა სერთიფიკატი   ლაბორატორიულ მედიცინაში;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე არანაკლებ ორი წლისა;
  • პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • ენერგიული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე.სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება – „ლაბორატორიული მედიცინის სპეციალსიტი-თბილისი“
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  30 ოქტომბერი, 2014
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა