• https://charte.ge/

ავტორი

სამედიცინო კორპორაცია ევექსი

tel: (+995) 593 81 41 41
mail: vacancy@evex.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების მენეჯერი
დამსაქმებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
კატეგორია: შესყიდვები,
ბოლო ვადა: 2014/10/25
მდებარეობა: თბილისი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
ენები
ინგლისური
რუსული
ნანახია: 305 -ჯერ
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ (სს „ჩემი ოჯახის კლინიკა“)  აცხადებს მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების მენეჯერის ვაკანსიას თბილისში
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში. დღეისათვის კორპორაცია მართავს 37 სამედიცინო დაწესებულებას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არის 11 რეფერალური ჰოსპიტალი, 2 სპეციალიზირებული ჰოსპიტალისა, 19 რაიონული ჰოსპიტალი, 5 ამბულატორიული ცენტრი. „სამედიცინო კორპორაციია ევექსის“ ჰოსპიტალები წარმოდგენილია შემდეგ რეგიონებში: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო, თერჯოლა, ხონი, ტყიბული), აჭარა (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი, ქედა, ხულო, შუახევი), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ), კახეთი (თელავი, ახმეტა, ყვარელი), სამცხე–ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი) და თბილისი („იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო“; „ბავშვთა ახალი კლინიკა“; „კარაპს მედლაინი“; „ახალი სიცოცხლე“).
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე (შაბათ–კვირის გარდა)
 
ძირითადი მოვალეობები:
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შეკვეთების დროული მიღება ქსელის  კლინიკებიდან და ანალიზი;
  • მედიკამენტებისა და სახარჯების მასალების შეკვეთის ფორმირება კლინიკის საჭიროების მიხედვით;
  • შეკვეთების დროული გაგზავნა  მომწოდებლებთან;
  • მიღებული მედიკამენტებისა და სახარჯების ანალიზი რაოდენობებისა და ფასის მიხედვით;
  • ქსელის კლინიკებისა და საწყობების ინვენტარიზაცია ;
  • ქსელის კლინიკებისა და საწყობების ნაშთის კონტროლი რაოდენობებისა და ვადების მიხედვით;
  • კლინიკიდან ყოველთვიური შეკვეთების კონსოლიდირება ხარჯვის,ნაშთისა და შეკვეთების მიხედვით;
  • ქსელის კლინიკების შესყიდვების რეპორტი კვირაში ერთხელ;
  • შეკვეთისა და მოწოდებული საქონლის ყოველდღიური რეპორტი ფასისა და რაოდენობის მიხედვით;
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების  ყოველთვიური რეპორტი შესყიდვების(ცენტრალიზებული,ადგილობრივი,დამოუკიდებელი),ხარჯვისა და ნაშთების მიხედვით
  • მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ხარჯვის კოეფიციენტის (%) რეპორტი ქსელის კლინიკების მიხედვით
  • სამედიცინო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა საკითხების (ტენდერები,ინვენტარიზაციები) კომპიუტერული უზრუნველყოფა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სავალდებულოა ფარმაციის მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია სტაციონარის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა ფარმაციის სფეროში;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პოგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • პრიორიტეტულია ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
 
დამატებითი მოთხოვნები:
  • ანალიტიკური უნარები;
  • გამართული კომუნიკაციური უნარები;
  • დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
 
დაინტერესებულ კანდიდატებს  გთხოვთ  თქვენი რეიზუმე  გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე.  სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება –  „მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების მენეჯერი“
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 ოქტომბერი, 2014 წელი
 
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა