• https://charte.ge/

ავტორი

საქართველოს ფოსტა

mail: career@gpost.ge

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ვაკანსია )
სერვის-ცენტრის მენეჯერი ოზურგეთში
დამსაქმებელი: საქართველოს ფოსტა
კატეგორია: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება,
ბოლო ვადა: 2014/10/31
მდებარეობა: ოზურგეთი
განათლება ბაკალავრი
სამუშაოს ტიპი: სრული
სამუშაო გამოცდილება 3 წელი
კომპიუტერული პროგრამები
MS Office
ენები
ინგლისური
რუსული
ქართული
ნანახია: 341 -ჯერ
შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას  სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე ოზურგეთში
 
სამუშაო ადგილი: ოზურგეთი. 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
  • სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
  • სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
  • მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
  • კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
  • გასაუბრების პირველი ეტაპი;
  • ტესტირება - პროფესიული დასაქმების/საკანცელარიო უნარების ტესტი;
  • გასაუბრების მეორე ეტაპი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად ელ. ფოსტის მისამართზე  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად. 
 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  31.10.2014
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა