• https://charte.ge/

ავტორი

ტრენინგ ცენტრი NB

tel: (+995 32)272 87 87
mail: birchadze12@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
საბანკო და სალომბარდე საქმის კურსები სტაჟირებით
დამსაქმებელი: ტრენინგ ცენტრი NB
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/16
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (130–300 ლარი )
ნანახია: 749 -ჯერ
ტრენინგ ცენტრი "NB " გიწვევთ საბანკო საქმის ტრენინგ კურსებზე.
 
1. საბანკო  საქმე სტაჟირებით  ტაოპრივატბანკში 
  • პირველი ლექციის პრეზენტაცია უფასოა.
 
აღნიშნული კურსი საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად შეისწავლოთ ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული საბანკო პროდუქტები და მომსახურება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბანკის ფრონტ ოფისის მუშაობის სპეციფიკას, საოპერაციო და საკრედიტო განყოფილებებში დასაქმებულთა აუცილებელი უნარ-ჩვევების, მომხმარებელთან ეფექტური მომსახურების, შეფერხების მოგვარების სტანდარტების განხილვას.
 
კურსი მიზნად ისახავს, გააცნოს მსმენელს გასაუბრების და ტესტირების პრინციპები, აგრეთვე, ფსიქოლოგიური ტესტები, რომელიც ეხმარება მსმენელს რიგი უნარ-ჩვევების მიღებაში, რაც სავალდებულოა ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში მუშაობის დასაწყებად.
 
პროგრამა მოიცავს:
  • ბანკის დაარსების პროცედურა, ბანკების სამართლებრივი რეგულირება, კანონმდებოლობა, რომელიც არეგულირებს კომერციული ბანკების საქმიანობას. 
  • ცენტრალური ბანკი, ცენტრალური ბანკის ძირითადი ფუნქციები, 
  • ცენტრალური ბანკის პოლიტიკა და ფინანსური ინსტრუმენტები;  
  • კომერციული ბანკი: კომრციული ბანკების ძირითადი ფუნქციები, სახეობები. 
  • კომერციული ბანკების სამართებლივი ფორმა, ორგანიზაციული სტრუქურა.
  • ბანკის მომხმარებლები: იურიდიული და ფიზიკური პირები. 
  • საბანკო პროდუქტები, ანაბრები …
  • პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორების  ლოკალური და საერთაშორისო სისტემები;   
  • საბანკო მომსახურეობა:  საკრედიტო და საოპერაციო მომსახურეობა; 
  • იპოთეკური, ავტო, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები, 
  • სადეპოზიტო და საკასო მომსახურეობა.  
  • კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება. 
  • ბანკების მმართველობა, მენეჯმენტი. შესაძლო დანაკარგების რეზერვის შექმნისა და გამოყენების წესი 
  • საბანკო მარკეტინგი. 
  • კომერციული ბანკის შეფასების ძირითადი კრიტერუმები; 
  • ბანკის ბალანსი: აქტივები, პასივები, ბალანსის ანალიზი და კოეფიციენტები.
  • საქართველოში მოქმედი ბანკების ფინასნური ანგარიშგების  ანალიზი. 
  • ბანკების შემოწმების ერთიანი სარეიტინგო სისტემა.
  • ბანკის ლიკვიდურობა
  • საბანკო  აუდიტის საფუძვლები;  საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები; 
  • აუდიტის დაგეგმვის ზოგადი პრინციპები;
  • საერთაშორისო ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფორმები;
  • მსმენელთა  კითხვა– პასუხი;  პრაქტიკული სამუშაოები;
  • მომხმარებელთან შეხვედრისა და ურთიერთობის ზოგადი სტანდარტები; შეფერხების მოგვარების სტანდარტები; გადამისამართების სტანდარტები; პრობლემური სიტუაციების მოგვარების სტანდარტები; სატელეფონო მომსახურების ზოგადი სტანდარტები; ქეისების და ფსიქოლოგიური ტესტების განხილვა.
 
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო ლიტერატურით.
 
კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე. (12 ლექცია). 
  • კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ორკვირიან სტაჟირებას პრივატბანკის საოპერაციო განყოფილებაში. წარმატებულ მსმენელებს აქვთ ბანკში დასაქმების შანსი.
 
კურსის ღირებულება - 130 ლარი; 
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ორენოვან სერთიფიკატს, სტაჟირების ცნობას ბანკიდან და სარეკომენდაციო წერილს. 
 
მსმენელები სტაჟირებისას შეისწავლიან ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას. სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას (სრული დატვირთვით დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე). 
 
მიღება წარმოებს   წინასწარი   ჩაწერით.
 
 
ტრენინგ ცენტრი "NB " გიწვევთ  ძვირფასი ლითონების ექსპერტიზის შემსწავლელ კურსებზე:
 
კურსი განკუთვნილია მათვისს ვისაც სურს ბანკებში, მიკროსაფინანსო ან კერძო ლომბარდებში ძვირფასი ლითონების ექსპერტ- შემფასებლად მუშაობა.       
თეორიული კურსის თემატიკა:
  • ექსპერტ-შემფასებლის ფუნქციებისა და მოვალეობების მიმოხილვა.
  • ძვირფასი ლითონები, მათი ფიზიკური და ტექნიკური თვისებები.
  • არაძვირფასი ლითონები, რომლებიც საიუველირო საქმეში გამოიყენებიან, ძვირფასი ლითონების შემცველებად ან მათი გაყალბებისათვის. 
  • ოქროს შენადნობების ლიგატურა, სინჯების განსაზღვრა, შემადგენლობა სინჯების მიხედვით.
  • სინჯების თანაფარდობა სხვადასხვა სისტემით
  • დამღა, დამღვის წესები.
  • დასინჯვა, დასინჯვის მეთოდები
  • მოოქროვება და სხვა სახის საფრები 
  • მონეტები და ზოდები.
 
ლექციები დაფუძნებულია პრაქტიკულ სავარჯიშოებზე.  მსმენელები ადგილზე შეძლებენ სხვადასხვა სინჯის მქონე ოქროების ამოცნობასა და შემოწმებას. 
განვლილ მასალაზე მსმენელებს გადაეცემათ თეორიული მასალა. 
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.
 
წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ცენტრი  1 კვირიან სტაჟირებაზე  გააგზავნის სხვადასხვა ლომბარდებში, სადაც პირადად მიიღებენ მონაწილეობას ძვირფასი ლითონების ექსპერტიზაში.
 
კურსის ხანგრძლივობა 12 ლექცია. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ.
 
ღირებულება: ინდივიდუალურად 300 ლარი
3-5 კაციან ჯგუფში 130 ლარი.
 
მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით.
ტელ:     (+995 32)272 87 87;  214-66-43 (საღამოს); 2 93-15-88;  593 73 70 43.
ვებ გვერდი: www.nbcenter.ge
 
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა