• https://charte.ge/

ავტორი

ტრენინგ ცენტრი NB

tel: (+995 32)272 87 87
mail: birchadze12@gmail.com

ყველა ვაკანსია ( 0 )

კომპანიის შესახებ

განცხადების აღწერა ( ტრეინინგი )
ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის კურსები სტაჟირებით
დამსაქმებელი: ტრენინგ ცენტრი NB
კატეგორია: ტრენინგი/სწავლება,
ბოლო ვადა: 2014/11/16
მდებარეობა: თბილისი
სწავლების სახე კურსი
ტრეინინგის საფასური ფასიანი (200–400 ლარი )
ნანახია: 1012 -ჯერ
ტრენინგ ცენტრი NB გიწვევთ ტურიზმის მენეჯმენტის შემსწავლელ ტრენინგზე:
 
ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ტურისტული მენეჯმენტით, სტუდენტებსა და საკუთარი ტურისტული ბიზნესის განვითარებით დაინტერესებულ პირებს. 
 
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ, ტურიზმი, როგორც ერთიანი ინდუსტრია, ტურისტული ფირმის ფუნქციონირება, ტურისტული სერვისის, ტურპროდუქტების: (ექსკურსიების, ტურების, ლაშქრობების) სახეები მათი რეკლამირება და გაყიდვა, სასტუმრო და განთავსების ინდუსტრიის სახეები და მათი ფუნქციონირება, მომხმარებელი და კონკურენტული დონე საერთაშორისო და ქართულ ტურისტულ ბაზარზე, იურიდიული და ფინანსური საკითხები ტურისტულ ბიზნესში.
 
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს ექნებათ გასვლითი ინფო ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 
 
ტურიზმის მენეჯმენტის თეორიულ-პრაქტიკული კურსი
  • ტურიზმის არსი- ტურიზმის წარმოშობის მოკლე ისტორია, განმარტებები, საქართველოს კანონმდებლობა ტურიზმში.
  • ტურისტული ბიზნესი- ტურისტული ფირმის (მენეჯმენტი) ფუნქციონირება, ბიზნეს გეგმის დაწერა, სამართლებრივი ფორმები და ტურისტული ბრენდი.
  • ტურიზმი 21 საუკუნეში- მსოფლიოს თანამედროვე დაჯავშნის სისტემები. საერთაშორისო და ქართული ტურისტული ორგანიზაციები და კომპანიები, საქართველოს ტურიზმი, დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. 
  • ტურისტული ინდუსტრიის რესურსები და ინფრასტრუქტურა- სატრანსპორტო საშუალებები, ატრაქციონები, ანიმაციები, საქართველოს დაცული ტერიტორიები, თემატური პარკები, კვების ობიექტები.
  • ტურისტული პროდუქტი და მომსახურება: 
  • ტუროპერატინგი- ექსკურსიების და ტურების და ლაშქრობების სახეობები და მათი დაგეგმვა, მიმზიდველი და კონკურენტული ტურპროდუქტის შექმნა, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზოგადი მიმოხილვა, რუკაზე მუშაობა. 
  • გიდი-გიდისთვის საჭირო მასალის მოძიება, გიდის უნარ ჩვევები 
  • ავიასერვისი- საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 
  • სავიზო მხარდაჭერა- სავიზო დოკუმენტაციის მომზადება, სამოგზაურო დაზღვევა 
  • სასტუმრო ინდუსტრია- სასტუმრო მენეჯმენტი, სასტუმროების კლასიფიკაცია, სასტუმროს სერვისი, სასტუმროს პერსონალი და მართვა. 
  • ტურიზმის მარკეტინგი- ტურისტული და სასტუმრო პროდუქტის, სერვისის რეკლამა, გასაღება. ინტერნეტ მარკეტინგი ტურიზმის ბიზნესში, მარკეტინგული კვლევები, სტატისტიკა. 
  • ტურისტული კონკურენცია, როგორც საერთაშორისო ისე საქართველოს ტურისტულ ბაზარზე- კონკურენტული გარემო და მისი დონის შეფასება საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე.
  • მომხმარებელი - ტურიზმის ბისნესში- მომხმარებლის სეგმენტაცია, ტურისტის მიზნები და მოთხოვნილობები. 
  • პერსონალის მენეჯმენტი ტურისტულ ბიზნესში- პერსონალის მართვა, მოტივაცია, კვალიფიციური პერსონალის მოძიება, გუნდური მუშაობის პრინციპები. 
  • ფინანსები და გადასახადები- ფინანსური დოკუმენტების შემუშავება, ტურპროდუქტის ფასწარმოქმნა, გადასახადები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
  • ტურისტული ხელშეკრულებები და უსაფრთხოება ტურისტულ ბიზნესში- ხელშეკრულებები პარტნიორებთან, ტურაგენტებთან და ტურისტებთან. 
 
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. მეცადინეობა ტარდება კვირაში სამჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი. სწავლის პროცესში მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო მასალით.
ღირებულება: 300 ლარი. 5 კაციან ჯგუფში.
ინდივიდუალურად : 550 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით.
 
 
ტრენინგ ცენტრი “NB” გთავაზობთ ტრენინგს სასტუმროს მენეჯმენტში
 
სასტუმროს მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია იმ პროფესიის ადამიანებსათვის რომლებიც დაინტერესებულნი არიან სასტუმროს მენეჯმენტით, სასტურმო ბიზნესში დასაქმებული პერსონალისათვის, საკუთარი სასტუმროს ან საოჯახო სასტუმროს მქონე პირთათვის, ტურიზმის მენეჯმანტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. 
 
აღწერა - პროგრამა მოიცავს ერთ თვინ კურს სასტუმრო მენეჯმანტში როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკული საქმიანობის სპეციფიკას. მსმანელები უზრუნველყოფილი იქნებიან სასწვალო მასლით, ტრეინინგები მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ - სასტუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია, მსოფლიოს სასტუმრო ქსელები, როგორ ფუნქციონირებს სასტუმრო და სხვადასხვა განთავსების საშულებები, მათი ტიპები, კლასიფიკაცია, სასტუმროს აღწერა - ოთახები და კვება, სასტუმროს რეკლამირება და ურთირეთობა პარტნიორებთნ, უახლესი კომპიუტეული სისტემები სასტუმრო ბიზნესში, საქართველოში არსებული სასტუმროების და საოჯახო სასტუმროების დახასიათება.
 
კურსი დეტალურად: 
  • სასატუმროს წარმოშობის და განვითარების ისტორია.
  • ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის საფუძვლები.
  • სასატუმროს ტიპები, მომსახურეობის სერთიფიკაცია.
  • სასატუმროს პროდუქტი და მომსახურეობის საახები.
  • სასტუმროს ორგანიზება და პერსონალი.
  • სასტუმროს მარკეტინგი, ინტერნეტ რეკლამირება.
  • სასტუმროს მომხმარებელი და მათი სეგმენტაცია.
  • კონკურენცია სასტუმრო ბიზნესში.
  • ფინანსები - პროდუქტზე და მომსახურეობაზე ფასების განსაზღვრა.
  • კომპიუტერული სისტემები სასტუმრო ბიზნესში.
  • იურიდიული საკითხები - ხელშეკრულებები მომხმარებლებთან და პარტნიორებთან.
  • საქართველოში არსებული სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები
 
თეორიული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან ერთ თვიან სტჟირებას სასტუმროებში და ადგილზე შეისწავლიან  სასტუმროს  მენეჯმენტს.
 
პროგრამის ხანგძლივობა : 1 თვე, კვირაში სამჯერ
კურსის ღირებულებაა 200 ლარი ჯგუფურად.
ინდივიდუალურად 400 ლარი.
 
ტესტირების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
 
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.
 
მისამართი: თბილისი. თავისუფლების მოედანი. სულხან საბას ქ.1/5. ეროვნული ბანკის გვერდით.
 
ტელეფონები: (+995 32)272- 87 -87; 2 14-66-43; 2 93-15-88;593 73 70 43; 
 
ვებ-გვერდი: www.nbcenter.ge
ჩვენი პარტნიორები
მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა